გია ვოლსკი: საქართველო მიმართავს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც სააკაშვილი იქნება
მთავარი

გია ვოლსკი: საქართველო მიმართავს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც სააკაშვილი იქნება

გია ვოლსკი:  საქართველო მიმართავს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც სააკაშვილი იქნება
ipn.ge

2018-02-13 13:57:13

საქართველო მიმართავს ნებისმიერ ქვეყანას, სადაც იქნება მიხეილ სააკაშვილი იმ დასაბუთებით, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გააჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

კითხვაზე, მოიხოვს თუ არა საქართველო ამჯერად პოლონეთისგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას, გია ვოლსკი აცხადებს, რომ "რასაკვირველია, ექსტრადირებასთან დაკავშირებით თემა აქტუალურია და დღის წესრიგიდან არ მოხსნილა".

რაც შეეხება მოლოდინს, რამდენად მოხდება მისი ექსტრადირება, გია ვოლსკის განცხადებით, მოლოდინებზე ლაპარაკი ვითარების შესაბამისი არ არის.

"მოლოდინი შეიძლება გქონდეს განხილვის, მაგრამ მოლოდინი საბოლოო გადაწყვეტილების უნდა გქონდეს იმ შემთხვევაში თუ ზუსტად იცი პრაქტიკა, რომელსაც ეს ქვეყანა მიჰყვება. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს, ასე რომ დაველოდოთ", - განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, ქართული მხარის აქტივობა ხშირ შემთხვევაში არ არის განმაპირობებელი იმ გადაწყვეტილების, რასაც სუვერენული ქვეყნა იღებს.

"უკვე 2006 წლიდან პირადად მე, ჩემს მეგობრებს გაგვიჩნდა სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდიოდა სამშვიდობო გეგმის რეალიზაცია, რომელსაც დასავლეთი გვთავაზობდა და საკმაოდ ცუდი სურათი დაიხატა, რაც 2008 წლის ომით დაგვირგვინდა ჩვენთვის სამწუხარო შედეგებით. ეს არის სერიოზული შეფასება იმ მოქმედების და საქციელის, რაც სააკაშვილს ჰქონდა. არის კიდევ მეორე მხარე, რომელიც აბსოლუტურად არასერიოზულ ადამიანს წარმოგვიდგენს, რომელსაც თავისი დღის წესრიგი აქვს, თავისი ცხოვრების და პოპულიზმის რაღაც მწვერვალებზეა ასული, თუმცა ამის შედეგი როგორც ვხედავთ, საკმაოდ დაბალია", - განაცხადა ვოლსკიმ.
მარგველაშვილი ცდილობს ისეთი პრეზიდენტი იყის, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე და არ გამოსდის - ძველ ტიკში ახალი ღვინო არ ჩაისხმევა, რადგან გასკდება და დაიხევა

მარგველაშვილი ცდილობს ისეთი პრეზიდენტი იყის, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე და არ გამოსდის - ძველ ტიკში ახალი ღვინო არ ჩაისხმევა, რადგან გასკდება და დაიხევა

კარგია, რომ სამშენებლო ბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა უმნიშვნელოვანესია სამუშაო ადგილები საფრთხეს არ უქმნიდეს მოქალაქეების სიცოცხლეს

კარგია, რომ სამშენებლო ბაზარი სწრაფი ტემპით ვითარდება, თუმცა უმნიშვნელოვანესია სამუშაო ადგილები საფრთხეს არ უქმნიდეს მოქალაქეების სიცოცხლეს

დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის ოკუპაცია, მცდელობა კვლავ შეაჩერონ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებელი განვითარება

დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის ოკუპაცია, მცდელობა კვლავ შეაჩერონ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებელი განვითარება

"ქართული ოცნება" აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისების გაფართოებაზე მუშაობას იწყებს

"ქართული ოცნება" აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისების გაფართოებაზე მუშაობას იწყებს

ტერორიზმის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვის, მსოფლიოსთვისაა რეალური

ტერორიზმის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვის, მსოფლიოსთვისაა რეალური

რუსეთს აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს

რუსეთს აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს

ირაკლი სესიაშვილი:  ნომერ პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია

ირაკლი სესიაშვილი: ნომერ პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია

კონსტანტინ კოსაჩოვი:  ნატო რეალურ საფრთხეებს ვერ ხედავს

კონსტანტინ კოსაჩოვი: ნატო რეალურ საფრთხეებს ვერ ხედავს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80