თბილისის მერის გადაწყვეტილებით, კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია

თბილისის მერის გადაწყვეტილებით, კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია
for.ge

2018-02-14 11:13:04

დედაქალაქის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი თბილისის მერის განმარტებით, პირების მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევა - კერძოდ კი, ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმისწარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილებებია.

„მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით დაიწყო მოკვლევა და კონკრეტული დარღვევები გამოიკვეთა. ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურების ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას მხოლოდ პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანები სჭირდება, ვინც ქალაქსა და აქ მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება.

დედაქალაქის მერმა აუდიტის სამსახურის უფროსსა და თბილისის ვიცე-მერს აღნიშნულ საკითხზე დაწყებული მოკვლევის დასრულება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დაავალა.

„ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ ქალაქს კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც თბილისში მცხოვრები ადამიანების მსახური იქნება. მესმის, რომ შეიძლება ვიღაცას რაღაც გაუჭირდეს, პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, დავეხმარებით, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და არა ეს ქმედებები, რაც ამ ორ ადამიანთან მიმართებაში გამოიკვეთა. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა თ
თბილისის მერმა ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

თბილისის მერმა ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს ფარგლებს გარეთ დაგეგმილი აქტივობები

საქართველოს ფარგლებს გარეთ დაგეგმილი აქტივობები

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად აღინიშნება

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად აღინიშნება

კისკა: „ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით“

კისკა: „ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით“

ჩემთვის დიდი პატივია ჩემს ძმებთან ერთად დიდი გამარჯვების 100 წლისთავის ზეიმი

ჩემთვის დიდი პატივია ჩემს ძმებთან ერთად დიდი გამარჯვების 100 წლისთავის ზეიმი

ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

გამარჯობა, საქართველო! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით ყოფნა მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობის 100 წელს ზეიმობთ

გამარჯობა, საქართველო! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით ყოფნა მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობის 100 წელს ზეიმობთ

ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, მკრეხელური გადაცემა გააკეთა, მკრეხელობას მიმართა, რაც არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის

ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, მკრეხელური გადაცემა გააკეთა, მკრეხელობას მიმართა, რაც არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის

სარეკლამო ბანერი
1000 X 80