მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება, თურქეთის ციხეში მას ელოდება სასტიკი მოპყრობა, წამებაც კი
მთავარი

ipn

2018-02-14 12:25:32

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა განუცხადა.

„მე ჯერ კიდევ შარშან მოვინახულე მუსტაფა ემრე ჩაბუქი ციხეში. ამ კვირასაც ვნახავ მას. მუსტაფა ემრე ჩაბუქის მონახულებებით ვცდილობ ვაჩვენო, რომ არასწორად მიმაჩნია მისი დაკავების ფაქტი. შესაბამისად, მისი თურქეთში ექსტრადირება უპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნება. თურქეთში მას არ ელოდება სამართლიანი სასამართლო. თურქეთის ციხეში, სავარაუდოდ, მას ელოდება სასტიკი მოპყრობა და წამებაც კი. ამიტომაც, მე ვთხოვ საქართველოს სასამართლო სისტემას, დაიცვას საერთაშორისო წესები და არ დაუშვას მისი ექსტრადირება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ მომენტისთვის ჩაბუქი ციხეში არ უნდა იმყოფებოდეს. როგორც მე მესმის, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, დრო, რომლის განმავლობაში მისი დაკავება შეიძლება გადაწყვეტილების მიღებამდე, უკვე იწურება. ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს და გადაწყდეს ბატონი ჩაბუქის სასარგებლოდ. ჩაბუქი საქართველოში უნდა დარჩეს, ის დაცული უნდა იყოს და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი უნდა მიეცეს“, - განაცხადა რებეკა ჰარმსმა.

მისი თქმით, ჩაბუქის ექსტრადირება ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებას ჩაბუქსა და იმ სკოლაზე, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.

„როდესაც აქ ბოლოს ვიყავი, მე შევხვდი მისი სკოლის ყოფილ მოსწავლეებს, არა მხოლოდ ქართველებს, არამედ თურქებსაც და უცხოელებსაც და ისინი მეუბნებოდნენ, რომ ის ძალიან კარგი მასწავლებელი იყო. ესეც იმის ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა დაიცვას ის საქართველომ. ევროპარლამენტში ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თურქეთის ხელისუფლების მიდგომა საზღვარგარეთ მყოფ თურქეთის მოქალაქეებისადმი წარმოუდგენელია და ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, თუ საბოლოოდ მაინც მოხდება ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თურქეთის მთავრობას საქართველოზე უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ევროკავშირს, ევროპარლამენტარმა უპასუხა:

ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის მთავრობა ძალაუფლების გამოცდას ცდილობს. ბევრ ასპექტში საქართველო თურქეთთან ურთიერთობებზეა დამოკიდებული, თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ საქართველო არ უნდა წავიდეს თურქეთთან დათმობებზე“.  
პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

 სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადა

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადა

თაროდან ჩამოღებული ბადრი პატარკაციშვილის საქმე - პროკურატურამ 4 ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა

თაროდან ჩამოღებული ბადრი პატარკაციშვილის საქმე - პროკურატურამ 4 ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა

სახალხო დამცველი ადასტურებს: სუბელიანმა თვითმკვლელობა ჩანაწერების გამო სცადა

სახალხო დამცველი ადასტურებს: სუბელიანმა თვითმკვლელობა ჩანაწერების გამო სცადა

„არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ასეთ, ან უფრო სკანდალურ ჩანაწერს ვიხილავთ“

„არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ასეთ, ან უფრო სკანდალურ ჩანაწერს ვიხილავთ“

„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი2“-ის მეშვეობით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას

„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი2“-ის მეშვეობით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება

„სარალიძეს ფული აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისაგან“…

„სარალიძეს ფული აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისაგან“…

სარეკლამო ბანერი
1000 X 80