საქართველოს მთავრობა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას მიესალმება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

საქართველოს მთავრობა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას მიესალმება

საქართველოს მთავრობა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას მიესალმება
1tv.ge

2018-03-13 16:20:31

საქართველოს მთავრობა მიესალმება აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აფასებს მის მნიშვნელოვან მხარდაჭერას რეფორმების პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან, იეშიმ ელჰან-კაიალართან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა ის მზარდი მონაცემები, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური ზრდის, სავაჭრო ბრუნვის, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით აქვს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოგების გადასახადის რეფორმის წარმატებაზე, რის შედეგადაც, ქვეყანაში რეინვესტირების მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა.

მხარეებმა  ADB-ის პარტნიორობის სტრატეგიის ძირითად, პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ბანკის 2018-2020 წლების საოპერაციო ბიზნესგეგმა საქართველოსთვის, ასახავს მთავრობის მთავარ პრიორიტეტებს განვითარების მიმართულებით და ოთხპუნქტიან გეგმაში გაწერილ სტრატეგიას მხარს უჭერს.

პრემიერმა აზიის განვითარების ბანკს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების – სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის როლს საპენსიო და კაპიტალის ბაზრისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმების განხორციელების პროცესში.

ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს ბანკის მომავალ პროგრამებზე საქართველოში და წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია, რომლის მხარდაჭერით სახელმწიფო და კერძო სექტორში განხორციელებულია 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების პროექტები.

შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ.
კახა კალაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძეს შავ ჯიპებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც სამთავრობო ავტოპარკს სასიკეთოდ შეცვლის

კახა კალაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძეს შავ ჯიპებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც სამთავრობო ავტოპარკს სასიკეთოდ შეცვლის

გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

იყო კითხვები, რომლებზეც პროკურორმა და შს სამინისტროს წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს

იყო კითხვები, რომლებზეც პროკურორმა და შს სამინისტროს წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს

ხვალ გახდება ცნობილი, რამდენი პირისგან შედგება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

ხვალ გახდება ცნობილი, რამდენი პირისგან შედგება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

თბილისის მერიაში გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მონაწილეობს დოვლათის შექმნაში

საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მონაწილეობს დოვლათის შექმნაში

აჭარაში არსებობს რიგი საკითხი, რომელიც მოგვარებას საჭიროებს

აჭარაში არსებობს რიგი საკითხი, რომელიც მოგვარებას საჭიროებს

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს


სარეკლამო ბანერი
1000 X 80