მაიკ პომპეო აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკის დამცველი იმაზე მეტად იყო, ვიდრე ეს დაზვერვის ხელმძღვანელს შეეფერება
მთავარი

ipn.ge

2018-03-14 10:18:45

მაიკ პომპეო აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკის ადვოკატი და დამცველი იმაზე მეტად იყო, ვიდრე ეს დაზვერვის ხელმძღვანელს შეეფერება, - ამის შესახებ CIA-ის ყოფილმა უფროსმა ოფიცერმა და ახლა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა პოლ პილარმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„არც ერთი სხვა საჯარო მოხელის მსგავსი ტრანზიცია აქამდე არ მომხდარა, თუმცა CIA-ის ყოფილი დირექტორები ნამდვილად გამხდარან თავდაცვის სახელმწიფო მდივნები. პომპეო აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი პოლიტიკის ადვოკატი და დამცველი იმაზე მეტად იყო, ვიდრე ეს დაზვერვის ხელმძღვანელს შეეფერება, ამ ვითარებაში, შესაძლოა სჯობდეს კიდეც, რომ ის პოლიტიკის შემქმნელ პოზიციაზე იყოს და არა დაზვერვის ხელმძღვანელის პოსტზე", - განაცხადა პილარმა. 

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, 53 წლის პომპეო სამი ვადით იყო არჩეული კონგრესში კანზასის შტატის წარმომადგენლად. სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის განმავლობაში, სააგენტოს მუშაობის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშს პრეზიდენტს თეთრ სახლში ის მუდამ თავად აბარებდა. პომპეოს აკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ გამოთქვამდა მოსაზრებებს, რომლებიც თეთრი სახლის პოზიციებთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე თავად მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს დასკვნებთან.

„რუსეთის ჩარევას გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგებზე“, - ამბობდა პომპეო გასულ ოქტომბერში, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დასკვნა CIA-ის ოფიციალურ ღია ანგარიშში არ იყო მოცემული. პომპეო საჯაროდ აცხადებდა, რომ თუკი რუსეთს ექნებოდა ინფორმაცია, რომელიც ამერიკას დაეხმარება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოში, მაშინ ეს მისი მოვალეობა და სწორი გადაწყვეიტლება იქნებოდა, რომ მათთან ითანამშრომლოს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკ პომპეო დანიშნა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტილერსონთან ბევრ საკითხზე უთანხმოებით ახსნა და იქვე დასძინა, რომ პომპეოსთან „ყოველთვის ერთ ტალღაზეა“.
თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი

თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი

"ხშირად მობრძანდით დიდუბის წმინდა ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს"

"ხშირად მობრძანდით დიდუბის წმინდა ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს"

ინაშვილი ბოკერიას: "კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით, გააგრძელეთ კანკალი"

ინაშვილი ბოკერიას: "კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით, გააგრძელეთ კანკალი"

"ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა"

"ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა"

„ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან არის გაცილებით ღრმა, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული ,ვიდრე ოდესმე ყოფილა."

„ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან არის გაცილებით ღრმა, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული ,ვიდრე ოდესმე ყოფილა."

22 სექტემბერს 10:00-დან 11:00 საათამდე ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

22 სექტემბერს 10:00-დან 11:00 საათამდე ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დიმიტრი ცქიტიშვილი:  აშშ -ს მხრიდან მხარდაჭერა  საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის

დიმიტრი ცქიტიშვილი: აშშ -ს მხრიდან მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის

პრემიერმინისტრმა თავისი ხელმოწერის შესაძლო გაყალბებაზე კომენტარი გააკეთა

პრემიერმინისტრმა თავისი ხელმოწერის შესაძლო გაყალბებაზე კომენტარი გააკეთა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80