გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთის ფედერაციის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის
მთავარი

გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთის ფედერაციის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის

გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთის ფედერაციის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის
ipn.ge

2018-03-14 11:29:22

ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები ამ პასუხში. ერთი რამ არის აუცილებლად სათქმელი, რომ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ „ასეთი სივრცე შეიქმნას“.

„მინდა აუცილებლად აღვნიშნო იმ პასუხის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მივიღეთ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება არ იყოს მისაღები ამ პასუხში, თუმცა ერთი რამ არის აუცილებლად სათქმელი, რომ ეს პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი სივრცე შეიქმნას. არსებობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსების ფორმატი და ამ ფორმატში გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც თუნდაც მცირე პროგრესს მოგვიტანეს. ეს მცირედი პროგრესი არის საქართველოში სტაბილურობის წყარო და ამ არეულ მსოფლიოში ჩვენს ქვეყანას თუ რამე სჭირდება დღეს, ეს არის სტაბილური ცხოვრების საშუალება. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა აბსოლუტურად ჯანსაღად აფასებს იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრემიერმა კვირიკაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას მიმართა, რასაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. 

"კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.


გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.

შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს", - ნათქვამი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი

თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი

"ხშირად მობრძანდით დიდუბის წმინდა ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს"

"ხშირად მობრძანდით დიდუბის წმინდა ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს"

ინაშვილი ბოკერიას: "კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით, გააგრძელეთ კანკალი"

ინაშვილი ბოკერიას: "კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით, გააგრძელეთ კანკალი"

"ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა"

"ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა"

„ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან არის გაცილებით ღრმა, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული ,ვიდრე ოდესმე ყოფილა."

„ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან არის გაცილებით ღრმა, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული ,ვიდრე ოდესმე ყოფილა."

22 სექტემბერს 10:00-დან 11:00 საათამდე ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

22 სექტემბერს 10:00-დან 11:00 საათამდე ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დიმიტრი ცქიტიშვილი:  აშშ -ს მხრიდან მხარდაჭერა  საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის

დიმიტრი ცქიტიშვილი: აშშ -ს მხრიდან მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის

პრემიერმინისტრმა თავისი ხელმოწერის შესაძლო გაყალბებაზე კომენტარი გააკეთა

პრემიერმინისტრმა თავისი ხელმოწერის შესაძლო გაყალბებაზე კომენტარი გააკეთა


სარეკლამო ბანერი
1000 X 80