მოვისმინე უამრავი აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე - ჩვენ პატრიოტიზმის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, რაც დამაზიანებელია
მთავარი

ipn.ge

2018-03-14 11:30:38

ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც რუსეთის ფედერაციისადმი მისი მიმართვის საკითხზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

კვირიკაშვილის თქმით, „როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე“.

“მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო იმ უმძიმეს ფაქტს, რომელიც ცხინვალში მოხდა. მოგეხსენებათ, ამ მძიმე ფაქტს ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა და ორი ადამიანი დააპატიმრეს, უკანონოდ. ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ჩარეულიყვნენ ამ პროცესში. ასევე, მე სპეციალური განცხადებით მივმართე რუსეთის ფედერაციას. დღესდღეობით ასეთი სიტუაცია გვაქვს - ჩვენი ორი მოქალაქე გათავისუფლებულია და ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ, რაც უდავოდ კარგია. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ვერ მოხდა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი იმიჯის ხარჯზე და ხაზზე. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან არაჯანსაღი გარემო, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, როდესაც ჩვენ პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, არის ძალიან დამაზიანებელი. ამ გარემოს შეუძლია, უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ისეთ ნაბიჯები, რომლებიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალური გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ქვეყნის ინტერესების განუხრელი, თანმიმდევრული დაცვა, იმ მანდატის აღსრულება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა და ქვეყანაში სტაბილური ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი უმთავრესი მიზანი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი

თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდი პროგნოზი

"ხშირად მობრძანდით დიდუბის წმინდა ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს"

"ხშირად მობრძანდით დიდუბის წმინდა ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეისმენს თქვენს ლოცვებს"

ინაშვილი ბოკერიას: "კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით, გააგრძელეთ კანკალი"

ინაშვილი ბოკერიას: "კარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით, გააგრძელეთ კანკალი"

"ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა"

"ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა"

„ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან არის გაცილებით ღრმა, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული ,ვიდრე ოდესმე ყოფილა."

„ჩვენი თანამშრომლობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან არის გაცილებით ღრმა, შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული ,ვიდრე ოდესმე ყოფილა."

22 სექტემბერს 10:00-დან 11:00 საათამდე ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

22 სექტემბერს 10:00-დან 11:00 საათამდე ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დიმიტრი ცქიტიშვილი:  აშშ -ს მხრიდან მხარდაჭერა  საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის

დიმიტრი ცქიტიშვილი: აშშ -ს მხრიდან მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის

პრემიერმინისტრმა თავისი ხელმოწერის შესაძლო გაყალბებაზე კომენტარი გააკეთა

პრემიერმინისტრმა თავისი ხელმოწერის შესაძლო გაყალბებაზე კომენტარი გააკეთა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80