პროექტ „დანერგე მომავალს“ სუფრის ყურძნის და ფისტას წარმოების კომპონენტი დაემატება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

პროექტ „დანერგე მომავალს“ სუფრის ყურძნის და ფისტას წარმოების კომპონენტი დაემატება

პროექტ „დანერგე მომავალს“ სუფრის ყურძნის და ფისტას წარმოების კომპონენტი დაემატება
ipn.ge

2018-03-14 11:35:21

პროექტ „დანერგე მომავალს“ სუფრის ყურძნის და ფისტას წარმოების კომპონენტი დაემატება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„პროექტი „დანერგე მომავალი“ უკვე სამი წელია წარმატებით ხორციელდება. ეს გახლავთ მაღალპროდუქციული სახილე ჯიშების განვითარება ქვეყანაში. უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გვაქვს - 4 700 ჰექტარზე გაშენდა ახალი ბაღები. სახელმწიფო აფინანსებს ნერგების საფასურის 70%-ს და ასევე, წვეთოვან სარწყავ სისტემაზე 50%-იანი გრანტი გათვალისწინებულია. დამეთანხმებით, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა თითოეული ადამიანისთვის, რომელიც სოფლის მეურნეობაში არის ჩართული. ამ მიმართულებით ჩვენ ვამატებთ 2 ახალ კულტურას: სუფრის ყურძნის წარმოებას და ფისტას კულტურას, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს მსოფლიოს ბაზრებზე. საქართველოში არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ფისტას წარმოებისთვის. ასევე, მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში, რომელიც არის უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანა, სუფრის ყურძენი თითქმის მთლიანად იმპორტით შემოდის. მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყო სუფრის ჯიშების წარმოება და ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით თანადაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლების მიმართულებით და რა თქმა უნდა, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გასავითარებლად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
კახა კალაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძეს შავ ჯიპებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც სამთავრობო ავტოპარკს სასიკეთოდ შეცვლის

კახა კალაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძეს შავ ჯიპებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც სამთავრობო ავტოპარკს სასიკეთოდ შეცვლის

გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

იყო კითხვები, რომლებზეც პროკურორმა და შს სამინისტროს წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს

იყო კითხვები, რომლებზეც პროკურორმა და შს სამინისტროს წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს

ხვალ გახდება ცნობილი, რამდენი პირისგან შედგება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

ხვალ გახდება ცნობილი, რამდენი პირისგან შედგება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

თბილისის მერიაში გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მონაწილეობს დოვლათის შექმნაში

საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მონაწილეობს დოვლათის შექმნაში

აჭარაში არსებობს რიგი საკითხი, რომელიც მოგვარებას საჭიროებს

აჭარაში არსებობს რიგი საკითხი, რომელიც მოგვარებას საჭიროებს

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს


სარეკლამო ბანერი
1000 X 80