პრემიერ-მინისტრმა ძალიან გაბედული და თამამი ნაბიჯი გადადგა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

პრემიერ-მინისტრმა ძალიან გაბედული და თამამი ნაბიჯი გადადგა

პრემიერ-მინისტრმა ძალიან გაბედული და თამამი ნაბიჯი გადადგა
ipn.ge

2018-03-14 11:37:18

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან გაბედული და თამამი ნაბიჯი გადადგა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით.

სესიაშვილის თქმით, უნდა გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, კომუნიკაციის საშუალება, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ.

"ფართო კონტექსტში უნდა შევხედოთ იმას, რაც პრემიერმა თქვა. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო თამამი და გაბედული ნაბიჯი. პირველ რიგში, ჩვენ ვერ შევეგუებით ვერც ოკუპაციას და ვერც იმ მოცემულობას, როცა კონფლიქტის მოგვარებისთვის სივრცე არ არსებობს, რომ პრობლემა გადაწყდეს. პრემიერმა გადადგა ძალიან თამამი და გაბედული ნაბიჯი. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ. უნდა გამოვიყენოთ ყველა მექანიზმი, კომუნიკაციის საშუალება, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ და უზრუნველვყოთ. შეიძლება ეს ვიღაცას არ მოეწონა, განსაკუთრებით იმ ოპონენტებს, რომლებსაც თავის მხრივ, თავისი პოლიტიკური ცოდვები აქვთ და სურთ დაიცვან ის მოცემულობა, რომელიც თავად შექმნეს, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელიც ამ მოცემულობას შეეგუება, ნაბიჯები უნდა გადავდგათ. შეიძლება პოლიტიკურად იყოს არამომგებიანი, მაგრამ როცა საუბარია სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე, ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე ნაკლებად ვამახვილებთ ყურადღებას", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებამ დიალოგისთვის ღია სივრცე დატოვა.
კახა კალაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძეს შავ ჯიპებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც სამთავრობო ავტოპარკს სასიკეთოდ შეცვლის

კახა კალაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძეს შავ ჯიპებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, რომელიც სამთავრობო ავტოპარკს სასიკეთოდ შეცვლის

გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

იყო კითხვები, რომლებზეც პროკურორმა და შს სამინისტროს წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს

იყო კითხვები, რომლებზეც პროკურორმა და შს სამინისტროს წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს

ხვალ გახდება ცნობილი, რამდენი პირისგან შედგება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

ხვალ გახდება ცნობილი, რამდენი პირისგან შედგება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

თბილისის მერიაში გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში გენდერული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მონაწილეობს დოვლათის შექმნაში

საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მონაწილეობს დოვლათის შექმნაში

აჭარაში არსებობს რიგი საკითხი, რომელიც მოგვარებას საჭიროებს

აჭარაში არსებობს რიგი საკითხი, რომელიც მოგვარებას საჭიროებს

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს


სარეკლამო ბანერი
1000 X 80