მიხეილ სააკაშვილმა ნიშნის მოგებით მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო
მთავარი

ipn.ge

2018-03-14 13:02:08

მან ნიშნის მოგებით მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქალაქო სასამართლოში, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა. 

ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც 2005 წელს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, გაიხსენა, თუ როგორ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ცემა. 

"2005 წელს მე თავდაცვის მინისტრის პოსტს ვიკავებდი. ჩემი შეხვედრა მოხდა გელაშვილის ინტერვიუს შემდეგ. სააკაშვილთან შეხვედრის დროს მისი პოზიცია იყო გამოხატული, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო და ეს მე უნდა გამეკეთებინა. მე უარი ვუთხარი და მერაბიშვილი, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას, სააკაშვილის პოზიციას იკავებდა. მას შემდეგ, რაც უარყოფითი დამოკიდებულება დაინახა, დეტალებზე საუბარი აღარ ყოფილა. 

ამ შეხვედრის გარდა ხშირი იყო შეხვედრები, სადაც მსგავსი საკითხები განიხილებოდა, თუმცა ყოველთვის სხვა პოზიცია მქონდა. მე შევეცადე უშუალო კომუნიკაციას მიშასთან და მისი გადარწმუნება ვცადე. მისი მხრიდან ხისტი პოზიცია იყო და არ გაითვალისწინა ჩემი პოზიცია. 

პოსტ-ფაქტუმ მიშასთან საუბარი იყო ერთი ერთზე, კანცელარიაში ან შავნაბადაზე. მე მქონდა გულისწყრომა, როგორც თანაგუნდელს. მან ნიშნის მოგებით მითხრა, რომ ის, რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო. მერაბიშვილთან რომელიც „პადჟიგაწელის“ როლს ასრულებდა ხოლმე, ვუთხარი, რომ არ იყო კარგი, რაც გააკეთა. მან მითხრა, რომ ეს პრევენცია იყო სხვებისთვის," - განაცხადა ოქრუაშვილმა. 
ნამდვილად გამოვდივართ იმ პერიოდიდან, როცა უმრავლესობა ისაკუთრებდა ხელისუფლების ყველა შტოს

ნამდვილად გამოვდივართ იმ პერიოდიდან, როცა უმრავლესობა ისაკუთრებდა ხელისუფლების ყველა შტოს

ზოგიერთი ჩვენი ოპონენტისგან განსხვავებით, ის არასდროს იქნება საქართველოს ოპონენტი

ზოგიერთი ჩვენი ოპონენტისგან განსხვავებით, ის არასდროს იქნება საქართველოს ოპონენტი

2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 25 კანდიდატია რეგისტრირებული

2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის 25 კანდიდატია რეგისტრირებული

დედაქალაქის მერი თბილისი-ნაფეტვრების გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი თბილისი-ნაფეტვრების გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

"წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი" - კვირიკაშვილი მარიხუანას კანონპროექტზე

"წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი" - კვირიკაშვილი მარიხუანას კანონპროექტზე

პრემიერი ნიუ იორკში ქართველ სტუდენტებს განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე ესაუბრა

პრემიერი ნიუ იორკში ქართველ სტუდენტებს განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე ესაუბრა

კანაფის კულტივაციაზე მთავრობის ინიციატივას ფორსირებას არ გავუკეთებთ, ეს ჩვენი ხელწერა არ არის

კანაფის კულტივაციაზე მთავრობის ინიციატივას ფორსირებას არ გავუკეთებთ, ეს ჩვენი ხელწერა არ არის

როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური ძალა გაყალბებას იყენებს მექანიზმად, ეს შეუმჩნეველი არ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მიერ

როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური ძალა გაყალბებას იყენებს მექანიზმად, ეს შეუმჩნეველი არ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მიერ

სარეკლამო ბანერი
1000 X 80