ერევანში საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა
მთავარი

ერევანში საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა

ერევანში საპროტესტო აქციაზე დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა
1tv.ge

2018-04-16 16:53:02

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება შედარებით განიმუხტა. ცოტა ხნის წინ კი, მიტინგზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა სულ მცირე ორი დემონსტრანტი.

პოლიციამ მოედანზე მავთულხლართები დაამონტაჟა და დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები, მათ შორის ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენა.

ადგილობირივი მედიასაშუალებების ცნობით, დაძაბულობა მიტინგზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ პაშინიანმა მოითხოვა, რომ ის და მისი სამი თანმხლები პირი პარლამენტის (ეროვნული კრება) შენობაში შეეშვათ. ერევნის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ სამართალდამცავები მხოლოდ დეპუტატებს გაატარებდნენ. ამის შემდეგ პაშინიანი პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადა.  დაპირისპირებისას დეპუტატი დაშავდა. ნიკოლო პაშინიანი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, მას ხელი აქვს დაზიანებული.

დემონსტრანტები ბაგრამიანის გამზირზე, სომხეთის პარლამენტის შენობასთან რჩებიან და ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებენ.

13 აპრილს ოპოზიური ფრაქცია „ელქის” ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ორგანიზებით საპროტესტო აქციები დაიწყო. პაშინიანი და მისი მომხრეები მმართველი პარტიის მიერ პრემიერ -მინისტრობის კანდიდატად სერჟ სარგსიანის დასახელებას აპროტესტებენ. პარლამენტში სხდომა ხვალისთვისაა დაგეგმილი, სადაც სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიონ.

 
დავით ოქიტაშვილი: არ მგონია გონიერმა ადამიანმა ფაშიზმი დააბრუნოს

დავით ოქიტაშვილი: არ მგონია გონიერმა ადამიანმა ფაშიზმი დააბრუნოს

“ჟურნალისტებთან სიარულს, ურჩევნია ფსიქიატრებს მიმართოს, ან მჩხიბავებს, რომელიც ივანიშვილს ასე ძალიან უყვარს“

“ჟურნალისტებთან სიარულს, ურჩევნია ფსიქიატრებს მიმართოს, ან მჩხიბავებს, რომელიც ივანიშვილს ასე ძალიან უყვარს“

ცოტნე გამსახურდია საპატრიარქოს აკრიტიკებს – მტერს „ბაბაია“ არ უნდა ვეძახოთ

ცოტნე გამსახურდია საპატრიარქოს აკრიტიკებს – მტერს „ბაბაია“ არ უნდა ვეძახოთ

“კურდღლის რამაზე აწყობილი “მგელი” ჟურნალისტები ბიძინასთან პირდაპირ ეთერზე არ მიდიან – შალვა რამიშვილი

“კურდღლის რამაზე აწყობილი “მგელი” ჟურნალისტები ბიძინასთან პირდაპირ ეთერზე არ მიდიან – შალვა რამიშვილი

“ახლა აღარ არის, ბატონო ბიძინა, „კავკასია“ საინტერესო ტეელვიზია? რა ვიცი, 2012 წლის არჩევნებამდე კარგად იჯექით, ხოლმე, აქუსთან… “

“ახლა აღარ არის, ბატონო ბიძინა, „კავკასია“ საინტერესო ტეელვიზია? რა ვიცი, 2012 წლის არჩევნებამდე კარგად იჯექით, ხოლმე, აქუსთან… “

ბითაძე: სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხზე მუშაობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა

ბითაძე: სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხზე მუშაობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა

არჩევნების წინ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს საეჭვო ფული ქვეყნიდან გააქვთ

არჩევნების წინ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს საეჭვო ფული ქვეყნიდან გააქვთ

ხარაგაულთან რკინიგზის მშენებლობაზე სატვირთოები ერთმანეთს შეეჯახნენ - არის მსხვერპლი

ხარაგაულთან რკინიგზის მშენებლობაზე სატვირთოები ერთმანეთს შეეჯახნენ - არის მსხვერპლი


სარეკლამო ბანერი
1000 X 80