ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე, თბს-ი ბანკის გარდა, ყველა ბანკის პრეზიდენტი მივიდა
მთავარი

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე, თბს-ი ბანკის გარდა, ყველა ბანკის პრეზიდენტი მივიდა

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე, თბს-ი ბანკის გარდა, ყველა ბანკის პრეზიდენტი მივიდა
for.ge

2018-04-16 17:42:24

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძისა და საბანკო სექტორის დღეს გამართულ შეხვედრაზე  „თბს“-ი ბანკის გარდა, ყველა ბანკის პრეზიდენტი მივიდა. შეხვედრაზე, რომელზეც სასტარტო კაპიტალის რეფორმისა და ჭარბვალიანობის პრობლემის შესახებ ისაუბრეს, ბანკებმა სამართლიანი თამაშის წესების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს. 

როგორც ბანკის  დირექტორებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროსა და საბანკო სექტორს შორის საკმაოდ საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მათივე თქმით, ყველას ინტერესშია, იმ პარამეტრების დროულად გამოვლენა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ და საბანკო სექტორმა ერთობლივი მუშაობით არსებული პრობლემები უნდა აღმოფხვრან. 

საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, იმედი გამოთქვეს, რომ  სასტარტო კაპიტალის რეფორმის განხორციელების შედეგად, შემცირდება რისკები და საპროცენტო განაკვეთები სესხებისთვის, რაც ბიზნესისთვის დამატებით ფინანსურ რესურსებს ხელმისაწვდომს გახდის. 

მათივე თქმით, ფინანსთა მინისტრის მიერ დაანონსებული რეფორმა საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაში. 

მამუკა ბახტაძის უწყებაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ჭარბვალიანობის პრობლემის შესახებაც იმსჯელეს. საბანკო სექტორის წარმნომადგენლების თქმით, ამ მიმართულებითაც  კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც  დადებით შედეგს გამოიღებს.
დავით ოქიტაშვილი: არ მგონია გონიერმა ადამიანმა ფაშიზმი დააბრუნოს

დავით ოქიტაშვილი: არ მგონია გონიერმა ადამიანმა ფაშიზმი დააბრუნოს

“ჟურნალისტებთან სიარულს, ურჩევნია ფსიქიატრებს მიმართოს, ან მჩხიბავებს, რომელიც ივანიშვილს ასე ძალიან უყვარს“

“ჟურნალისტებთან სიარულს, ურჩევნია ფსიქიატრებს მიმართოს, ან მჩხიბავებს, რომელიც ივანიშვილს ასე ძალიან უყვარს“

ცოტნე გამსახურდია საპატრიარქოს აკრიტიკებს – მტერს „ბაბაია“ არ უნდა ვეძახოთ

ცოტნე გამსახურდია საპატრიარქოს აკრიტიკებს – მტერს „ბაბაია“ არ უნდა ვეძახოთ

“კურდღლის რამაზე აწყობილი “მგელი” ჟურნალისტები ბიძინასთან პირდაპირ ეთერზე არ მიდიან – შალვა რამიშვილი

“კურდღლის რამაზე აწყობილი “მგელი” ჟურნალისტები ბიძინასთან პირდაპირ ეთერზე არ მიდიან – შალვა რამიშვილი

“ახლა აღარ არის, ბატონო ბიძინა, „კავკასია“ საინტერესო ტეელვიზია? რა ვიცი, 2012 წლის არჩევნებამდე კარგად იჯექით, ხოლმე, აქუსთან… “

“ახლა აღარ არის, ბატონო ბიძინა, „კავკასია“ საინტერესო ტეელვიზია? რა ვიცი, 2012 წლის არჩევნებამდე კარგად იჯექით, ხოლმე, აქუსთან… “

ბითაძე: სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხზე მუშაობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა

ბითაძე: სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხზე მუშაობა ერთი დღითაც არ შეჩერებულა

არჩევნების წინ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს საეჭვო ფული ქვეყნიდან გააქვთ

არჩევნების წინ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს საეჭვო ფული ქვეყნიდან გააქვთ

ხარაგაულთან რკინიგზის მშენებლობაზე სატვირთოები ერთმანეთს შეეჯახნენ - არის მსხვერპლი

ხარაგაულთან რკინიგზის მშენებლობაზე სატვირთოები ერთმანეთს შეეჯახნენ - არის მსხვერპლი


სარეკლამო ბანერი
1000 X 80