მუშაობის სანაცვლოდ სასჯელის ვადის შემცირების საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტს ალბათ ზაფხულში წარვუდგენთ
მთავარი

1tv.ge

2018-04-17 09:02:18

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, რომელიც შრომა მინუს პატიმრობას უკავშირდება, პარლამენტის წინაშე ალბათ ამ ზაფხულს წარვდგებით, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ციფრი, ერთი სამუშაო დღე მინუს ერთი დღე პატიმრობა პირობითია, რადგან ეს ინიციატივა დამუშავების პროცესშია. ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-სთან ვმუშაობთ. ისინი პრაქტიკის შესწავლაში გვეხმარებიან“, – განაცხადა კახიშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ბიზნესსექტორს პენიტენციურ დაწესებულებებში სამუშაო კერების შექმნის თხოვნით მიმართა.

აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად - შეწყალების კიდევ ერთი საქმე რომელიც ტრაგედიით დასრულდა #LIVE

მსგავსი: აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად - შეწყალების...

„შესაძლოა, ამ ბიზნესპროექტიდან ბევრი მოგება ვერ ნახო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ შენ ამ საზოგადოების ნაწილი ხარ და თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ადამიანს დაასაქმებ, გამოსვლის შემდეგ ის დანაშაულზე აღარ იფიქრებს, ქვეყანა უფრო უსაფრთხოდ იქნება და შესაბამისად, შენც უფრო უსაფრთხოდ იქნები“, – განაცხადა კახიშვილმა.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, მისი ღრმა რწმენით, ადამიანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ერთი წელი იმუშავებს და ყოველდღიურად მუშაობის პროცესში იქნება ჩართული, დანაშაულის ჩადენაზე აღარ იფიქრებს.

„არიან ადამიანები, რომელებიც აშკარად კრიმინალური მენტალიტეტით გამოირჩევიან. მათთვის კრიმინალური მენტალიტეტის პოსტულატის გარდა, არაფერი არსებობს, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, კრიმინალური მენტალობით არ გამოირჩევიან და ცხოვრების კრიმინალურ ვითარებაში გაგრძელების სურვილი არ აქვთ. ამ ადამიანებს სახელმწიფომ ალტერნატივა უნდა შესთავაზო, რადგან დღეს თუ არაფერს სთავაზობ, იძულებულია, იმათთან ერთად იყოს, ვისაც აშკარად კრიმინალური მენტალიტეტი აქვს. ასეთ ადამიანებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში გადაყვანას და მუშაობის დაწყებას ვთავაზობთ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე არკადი დვორკოვიჩი საქართველოშია

რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე არკადი დვორკოვიჩი საქართველოშია

მე ამ ნარკოტიკის საწინააღმდეგო კამპანიის სათავეში ვიქნები

მე ამ ნარკოტიკის საწინააღმდეგო კამპანიის სათავეში ვიქნები

თაჯან ილდემი: ნატოს მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

თაჯან ილდემი: ნატოს მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

"Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორისაა"

"Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორისაა"

სოფო კილაძე: Numbeo-ს მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად დასახელება დიდი მიღწევა და შედეგია

სოფო კილაძე: Numbeo-ს მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად დასახელება დიდი მიღწევა და შედეგია

არჩილ თალაკვაძე:  უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ხელშესახები წარმატება აქვს

არჩილ თალაკვაძე: უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ხელშესახები წარმატება აქვს

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ვანო მერაბიშვილიც ყველა მოქალაქისთვის გარანტირებული სამედიცინო სტანდარტით სარგებლობდეს

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ვანო მერაბიშვილიც ყველა მოქალაქისთვის გარანტირებული სამედიცინო სტანდარტით სარგებლობდეს

საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის განვითარების მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა

საქართველომ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო სისტემის განვითარების მხრივ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80