სომხეთის ოპოზიცია დღეს პარლამენტის მისასვლელების ბლოკირებას გეგმავს
მთავარი

სომხეთის ოპოზიცია დღეს პარლამენტის მისასვლელების ბლოკირებას გეგმავს

სომხეთის ოპოზიცია დღეს პარლამენტის მისასვლელების ბლოკირებას გეგმავს
ipn

2018-04-17 10:07:39

სომხეთში, საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ნიკოლ პაშინიანმა მომხრეებს, რომლებიც სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრობას ეწინააღმდეგებიან, დღეს პარლამენტის შენობის ყველა მისასვლელის ბლოკირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აქცია, სახელწოდებით „დაბლოკე ქუჩები“ სამშაბათს უფრო მასშტაბურად უნდა გაიმართოს.

გუშინ კი, ერევანში გამართულ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას, 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 სამართალდამცველია. „ინტერფაქსი“ ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. 

ცნობილი გახდა, რომ დაშავებულთა ნაწილი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. მათ ძირითადად ქვედა კიდურებზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ. ერთ-ერთ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფოში ამ დრომდე 31 ადამიანი რჩება.

სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები 13 აპრილიდან დაიწყო. მოქალაქეები ქვეყნის პრემიერის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას ეწინააღმდეგებიან. მისი კანდიდატურა მმართველი „რესპუბლიკური პარტიის“ და მისი კოალიციური პარტნიორის, „დაშნაკ ცუტუნის“ საპარლამენტო ფრაქციებმა წარადგინეს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა 17 აპრილს ჩატარდება.
საპენსიო ასაკის გაზრდის გამო, რუსეთში საპროტესტო აქციები გაიმართა

საპენსიო ასაკის გაზრდის გამო, რუსეთში საპროტესტო აქციები გაიმართა

აფხაზეთის დაბრუნება არ მოხდება ძალადობით, მოხდება სიყვარულით, დიპლომატიით, მშვიდობიანი გზით, მაგრამ მოხდება

აფხაზეთის დაბრუნება არ მოხდება ძალადობით, მოხდება სიყვარულით, დიპლომატიით, მშვიდობიანი გზით, მაგრამ მოხდება

საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ჩემი მისამართით ისმის ცრუ ბრალდებები

საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან ჩემი მისამართით ისმის ცრუ ბრალდებები

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

"ივანიშვილმა უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება"

"ივანიშვილმა უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება"

ადგილობრივების პროტესტის შედეგად „პანკისობა 2018“ ჩაიშალა - რა ვითარებაა ხეობაში

ადგილობრივების პროტესტის შედეგად „პანკისობა 2018“ ჩაიშალა - რა ვითარებაა ხეობაში

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

მოსამართლეთა სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

დედაქალაქის მერი საერთაშორისო აქციას - „დღე ავტომობილის გარეშე“ შეუერთდა

დედაქალაქის მერი საერთაშორისო აქციას - „დღე ავტომობილის გარეშე“ შეუერთდა


სარეკლამო ბანერი
1000 X 80