კახა კალაძემ თბილისის ათივე გამგეობის მუშაობის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

კახა კალაძემ თბილისის ათივე გამგეობის მუშაობის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა

კახა კალაძემ თბილისის ათივე გამგეობის მუშაობის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა
for.ge

2018-04-17 12:54:16

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ათივე გამგეობის მუშაობის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა.

როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, გამგეობების უმრავლესობამ წელს ბიუჯეტის შესრულების 91%-დან 98%-მდე შედეგი აჩვენა. თბილისის მერის თქმით, 75-78%-ს შორის მერყეობს სამი გამგეობის შესრულების შედეგები. 

„დასრულდა წლის პირველ კვარტალი და მინდა მოკლედ შევაჯამო თითოეული რაიონის გამგეობის მუშაობის შედეგები. აღსანიშნავია, რომ მათმა უმრავლესობამ წელს ბიუჯეტის შესრულების 91-დან 98 პროცენტამდე შედეგი აჩვენა, რისთვისაც მინდა გამგებლებსა და  გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება დანარჩენებს, 75-78%-ს შორის მერყეობს სამი გამგეობის შედეგები. მინდა გთხოვოთ, რომ გავაუმჯობესოთ ეს მიმართულება. მხოლოდ სამგორის რაიონის გამგეობას აქვს ყველაზე დაბალი - შესრულების 58%-იანი მაჩვენებელი. გამგებელმა განცხადება დაწერა გადადგომასთან დაკავშირებით. საპასუხისმგებლოა, იყო რაიონის გამგებელი. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ჩვენ თვითკრიტიკული ვართ. პირველ რიგში, ვხედავთ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს და ჩვენი ინტერესი და ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ თბილისი უკეთეს, უფრო განვითარებულ და მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ასევე, ათივე რაიონის გამგეობის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯამებული მონაცემი წარადგინა. კერძოდ, მისი თქმით, 169 მისამართზე კეთილმოეწყო გზები, როგორც კაპიტალურად, ისე ფრაგმენტულად; ასევე, მოეწყო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 25 სკვერს; სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა მოეწყო 47 მისამართზე; სანიაღვრე და წყალარინების ქსელი მოეწყო და რეაბილიტაცია მოხდა 44 მისამართზე; სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გამოიყო 37 593 ბენეფიციარისთვის. 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა მიმართულებით, რადგან დიდია მოლოდინი იმისა, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული სიტუაცია. მესმის, რომ უამრავი პრობლემაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ერთიანი ძალისხმევით, თითოეული ჩვენგანის ჩართულობითა და რაც მთავარია, მოსახლეობის მხარდაჭერით, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
დედაქალაქის მერმა OGP-ის გლობალური სამიტის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებს უმასპინძლა

დედაქალაქის მერმა OGP-ის გლობალური სამიტის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა სიტუაცია სამიტის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა სიტუაცია სამიტის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა

რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან - საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება

რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან - საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა დაგემილი 1,5 საათის ნაცვლად 2 საათი და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა

ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა დაგემილი 1,5 საათის ნაცვლად 2 საათი და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა

ის, რომ საქართველო ყოველთვის ღირსეულად უმკლავდება ძალიან მძიმე გამოწვევებს, ჩვენი გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა

ის, რომ საქართველო ყოველთვის ღირსეულად უმკლავდება ძალიან მძიმე გამოწვევებს, ჩვენი გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა

ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები, ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას

ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები, ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს


სარეკლამო ბანერი
1000 X 80