ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძი მოწყობის სამუშაოები იწყება
მთავარი

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძი მოწყობის სამუშაოები იწყება

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძი მოწყობის  სამუშაოები იწყება
for.ge

2018-04-17 12:55:08

საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, დღეს ახალი სატრანსპორტო კვანძი მოწყობის  სამუშაოები იწყება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ეს მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც თბილისში, სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვისა და საგზაო  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ არის მიმართული.  

„დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ეს არის ახალი სატრანსპორტო კვანძი, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე. ამ პროექტის განხორციელება დაახლოებით, 2 მილიონ 700 ათასი ლარი ეღირება. სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, რომელიც  აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს, განტვირთავს საცობებს საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში და ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეამცირებს. მსგავსი პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეების კომფორტი და მათი ურბანული საჭიროებები ქალაქში მოწესრიგდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.    

მისივე თქმით, პროექტი, მასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების მიუხედავად, აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

„შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე, როგორც ეს 50 წლის წინ იყო, როცა დედაქალაქში რამდენიმე მანქანა დადიოდა. გვიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. მხოლოდ ახალი სატრანსპორტო კვანძების მშენებლობით, არსებულ სატრანსპორტო, მათ შორის, საცობების პრობლემებს ვერ გადავჭრით, თუმცა ამ მხრივ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, ნებართვების გაცემაზე უარის თქმა, ასევე, ხეების გადარგვა და მოჭრაც, რამაც შეიძლება მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

 
ვრჩები შენგენის სივრცის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატორად, მაგრამ მაქვს სერიოზული შენიშვნები, რაზეც განხილვის დროს ვიმსჯელებთ

ვრჩები შენგენის სივრცის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატორად, მაგრამ მაქვს სერიოზული შენიშვნები, რაზეც განხილვის დროს ვიმსჯელებთ

საინტერესო იქნება, თუ ივანიშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს, რადგან არ შეიძლება, ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფიგურას ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდეს

საინტერესო იქნება, თუ ივანიშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს, რადგან არ შეიძლება, ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფიგურას ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდეს

კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის ლიდერს „კონფრონტაციის დასრულებისკენ“ მოუწოდა

კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის ლიდერს „კონფრონტაციის დასრულებისკენ“ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ეწვევა

ვფიქრობ, საქართველო დემოკრატიული განვითარების იმდენად სწორ გზაზე დგას, რომ ჩვენ საბჭოური გადახვევის საფრთხე ნამდვილად არ გვექნება

ვფიქრობ, საქართველო დემოკრატიული განვითარების იმდენად სწორ გზაზე დგას, რომ ჩვენ საბჭოური გადახვევის საფრთხე ნამდვილად არ გვექნება

პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას არ ვუყურებ, როგორც “ქართულ ოცნებაში” კრიზისის ნიშანს

პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას არ ვუყურებ, როგორც “ქართულ ოცნებაში” კრიზისის ნიშანს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა იქნება საფუძველი, რომ ყველა რეფორმა წარმატებით განხორციელდეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა იქნება საფუძველი, რომ ყველა რეფორმა წარმატებით განხორციელდეს

ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საფუძველია, რომ უმრავლესობიდან და პარტიიდან წასვლაზე აღარ ვიფიქრო

ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საფუძველია, რომ უმრავლესობიდან და პარტიიდან წასვლაზე აღარ ვიფიქრო

სარეკლამო ბანერი
1000 X 80