მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად გიორგი მარგველაშვილი ახდენს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად გიორგი მარგველაშვილი ახდენს

მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად გიორგი მარგველაშვილი ახდენს
ipn

2018-04-17 12:56:56

პრეზიდენტი ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი სხვა სიბრტყეში გადაიტანოს, - ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებას. 

„ეს ღიმილის მომგვრელი ამბავია. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს “ქართულ ოცნებას“, რომლის გუნდის წევრიც გახლდათ ბატონი მარგველაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის ხედვა „ქართული ოცნების“ ხედვას ემთხვევა იმიტომ, რომ ისინი ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ამ ბრალდებებში შორს აღარ წავალ. მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად მარგველაშვილი ახდენს, როდესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც მერე ასე წინ ხვდება ქართულ საზოგადოებას, ვგულისხმობ ნარკორეალიზატორისა თუ მოძალადის შეწყალებას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით და სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით იმ კრიტიკას გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა, რომელიც შეწყალების საკითხს უკავშირდებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვას უპასუხა.
დედაქალაქის მერმა OGP-ის გლობალური სამიტის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებს უმასპინძლა

დედაქალაქის მერმა OGP-ის გლობალური სამიტის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა სიტუაცია სამიტის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა სიტუაცია სამიტის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა

რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან - საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება

რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან - საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა დაგემილი 1,5 საათის ნაცვლად 2 საათი და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა

ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა დაგემილი 1,5 საათის ნაცვლად 2 საათი და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა

ის, რომ საქართველო ყოველთვის ღირსეულად უმკლავდება ძალიან მძიმე გამოწვევებს, ჩვენი გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა

ის, რომ საქართველო ყოველთვის ღირსეულად უმკლავდება ძალიან მძიმე გამოწვევებს, ჩვენი გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა

ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები, ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას

ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები, ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს


სარეკლამო ბანერი
1000 X 80