პასუხისმგებლობისგან გამოძრომა ლამაზი არ არის, ეს კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე ის ქმედება, როცა კონსტიტუციას ხელი მოაწერა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

პასუხისმგებლობისგან გამოძრომა ლამაზი არ არის, ეს კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე ის ქმედება, როცა კონსტიტუციას ხელი მოაწერა

პასუხისმგებლობისგან გამოძრომა ლამაზი არ არის, ეს კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე ის ქმედება, როცა კონსტიტუციას ხელი მოაწერა
ipn

2018-04-17 12:59:11

„ევროპული საქართველო“ პრეზიდენტს ურჩევს, რომ სამართლიან კრიტიკაზე ისტერიული და არაადეკვატური პასუხები არ გამოადგება. 

დეპუტატ ირმა ნადირაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ცდილობს, პასუხისმგებლობა აირიდოს იმ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ შეწყალებულმა პირმა ჩაიდინა. 

„არაადეკვატური და ისტერიული ტონით პასუხი კრიტიკაზე „ქართული ოცნების“ სტილია, რისგანაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მხარში ვედექით პრეზიდენტს. სამწუხაროა, რომ დღეს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ასეთივე არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენა, როცა ჩვენ ის სრულიად სამართლიანად გავაკრიტიკეთ. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირმა, ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, 25 წლის ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და მის შვილებს გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენა. როდესაც მას ამ თემაზე აკრიტიკებ და პასუხად არაადეკვატურ განცხადებას ისმენ, ეს არის ძალიან სამწუხარო. პრეზიდენტმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ ასეთი ფაქტები მომავალში აღარ გამეორდეს და არა იმაზე, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს. ჩვენ ვიცით წინა შემთხვევებიც, როცა მის მიერ შეწყალებულმა ნათესავებმა დანაშაული ხელახლა ჩაიდინეს. ასეთი შემთხვევების დროს პასუხისმგებლობისგან გამოძრომა ლამაზი არ არის – ეს კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე ის ქმედება, როცა კონსტიტუციას ხელი მოაწერა“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით. „სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 
დედაქალაქის მერმა OGP-ის გლობალური სამიტის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებს უმასპინძლა

დედაქალაქის მერმა OGP-ის გლობალური სამიტის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა სიტუაცია სამიტის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა სიტუაცია სამიტის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა

რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან - საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება

რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან - საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა დაგემილი 1,5 საათის ნაცვლად 2 საათი და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა

ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა დაგემილი 1,5 საათის ნაცვლად 2 საათი და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა

ის, რომ საქართველო ყოველთვის ღირსეულად უმკლავდება ძალიან მძიმე გამოწვევებს, ჩვენი გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა

ის, რომ საქართველო ყოველთვის ღირსეულად უმკლავდება ძალიან მძიმე გამოწვევებს, ჩვენი გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა

ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები, ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას

ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები, ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს


სარეკლამო ბანერი
1000 X 80