მედიის ცნობით, ოპოზიციის ლიდერი მომხრეებს სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციისკენ მოუწოდებს
მთავარი

მედიის ცნობით, ოპოზიციის ლიდერი მომხრეებს სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციისკენ მოუწოდებს

მედიის ცნობით, ოპოზიციის ლიდერი მომხრეებს სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციისკენ მოუწოდებს
1tv.ge

2018-04-17 13:05:26

ოპოზიციური პარტიის „ელქის“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებს სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ფაშინიანმა ერევნის ცენტრში შეკრებილი დემონსტრანტებისადმი მიმართვისას განაცხადა.

როგორც news.am იუწყება, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორმა, დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა სახალხო ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც მან მხარდამჭერებს უთხრა, პოლიციამ მას მიტინგის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დემონსტრანტების დაშლით დაემუქრა.

„თუმცა ჩვენ სხვაგვარად მოვიქცევით. მსვლელობას გავმართავთ და სხვა სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირების პარალიზებას მოვახდენთ. იქ, სადაც შესვლას შევძლებთ, შევალთ და მჯდომარე საპროტესტო აქციებს გავმართავთ. სადაც ვერ შევძლებთ, დავსხდებით შენობების წინ და შენობაში შესვლის საშუალებას არავის მივცემთ, შენობიდან კი მხოლოდ იმ პირობით გამოვუშვებთ, თუ მიტინგს შეუერთდებიან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აქცია იქნება მშვიდობიანი, ძალადობის გარეშე. ნიკოლ ფაშინიანმა ანალოგიური მოქმედებისკენ სხვა ქალაქების მოსახლეობასაც მოუწოდა.

აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობის ბლოკირების მიუხედავად, სხდომა უკვე დაწყებულია. ამ წუთებში, ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერობის კანდიდატი სერჟ სარგსიანი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს სწორედ პრემიერად მის არჩევას აპროტესტებენ ერევნის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები.
საინტერესო იქნება, თუ ივანიშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს, რადგან არ შეიძლება, ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფიგურას ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდეს

საინტერესო იქნება, თუ ივანიშვილი პრეზიდენტად იყრის კენჭს, რადგან არ შეიძლება, ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფიგურას ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდეს

კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის ლიდერს „კონფრონტაციის დასრულებისკენ“ მოუწოდა

კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის ლიდერს „კონფრონტაციის დასრულებისკენ“ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ეწვევა

ვფიქრობ, საქართველო დემოკრატიული განვითარების იმდენად სწორ გზაზე დგას, რომ ჩვენ საბჭოური გადახვევის საფრთხე ნამდვილად არ გვექნება

ვფიქრობ, საქართველო დემოკრატიული განვითარების იმდენად სწორ გზაზე დგას, რომ ჩვენ საბჭოური გადახვევის საფრთხე ნამდვილად არ გვექნება

პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას არ ვუყურებ, როგორც “ქართულ ოცნებაში” კრიზისის ნიშანს

პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას არ ვუყურებ, როგორც “ქართულ ოცნებაში” კრიზისის ნიშანს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა იქნება საფუძველი, რომ ყველა რეფორმა წარმატებით განხორციელდეს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევა იქნება საფუძველი, რომ ყველა რეფორმა წარმატებით განხორციელდეს

ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საფუძველია, რომ უმრავლესობიდან და პარტიიდან წასვლაზე აღარ ვიფიქრო

ჩემთვის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საფუძველია, რომ უმრავლესობიდან და პარტიიდან წასვლაზე აღარ ვიფიქრო

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,GUDA TV „-ს და ნტვ+ ავტორიზაცია შეუჩერა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,GUDA TV „-ს და ნტვ+ ავტორიზაცია შეუჩერა

სარეკლამო ბანერი
1000 X 80