კახა კალაძე: ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს
მთავარი

კახა კალაძე: ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს

კახა კალაძე: ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს
ipn

2018-05-16 18:54:29

ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში ქაოსი გვაქვს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, არ არსებობს სტატისტიკა, თუ რამედენი ტაქსი მოძრაობს დედაქალაქის მასშტაბით, ამიტომ პირველ ეტაპზე ამის აღრიცხვა მოხდება. მომდევნო წლებში კი, კალაძის თქმით, ტაქსის ფერიც განისაზღვრება. 

„როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი განცხადება გავაკეთე, ოპოზიციის მხრიდან იყო ძალიან დიდი კრიტიკა, რომ ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ, რაშიც ნამდვილად არ ვეთანხმები. საზოგადოების მხრიდან იყო დიდი მხარდაჭერა და ინტერესი. დღეს ჩვენ ტაქსების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს ქაოსი; ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით და არ დავუშვებთ. ვიწყებთ ლიცენზირებას, რომ აღვრიცხოთ, თუ რა რაოდენობის ტაქსი გვყავს ქალაქში. არავინ იცის, არ არსებობს ამის სტატისტიკა, ვინ არიან ეს ადამიანები, რა წარსული აქვთ, არის თუ არა უსაფრთხო და ა.შ. ეს ყველაფერი აღრიცხული და ლიცენზირებული უნდა იყოს. შემდეგი წლების განმავლობაში აუცილებლად უნდა განისაზღვროს ტაქსის ფერი, ასევე, უნდა განისაზღვროს ისიც, მარჯვენასაჭიან ავტომობილს ჰქონდეს თუ არა უფლება, ტაქსი იყოს. შესაბამისად, ძალიან ბევრი მიმართულებაა, რაზეც ვმუშაობთ და გარწმუნებთ, რომ ტაქსის პრობლემა ქალაქში ძალიან მალე მოგვარდება“, - განაცხადა კალაძემ. 
პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

 სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადა

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადა

თაროდან ჩამოღებული ბადრი პატარკაციშვილის საქმე - პროკურატურამ 4 ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა

თაროდან ჩამოღებული ბადრი პატარკაციშვილის საქმე - პროკურატურამ 4 ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა

სახალხო დამცველი ადასტურებს: სუბელიანმა თვითმკვლელობა ჩანაწერების გამო სცადა

სახალხო დამცველი ადასტურებს: სუბელიანმა თვითმკვლელობა ჩანაწერების გამო სცადა

„არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ასეთ, ან უფრო სკანდალურ ჩანაწერს ვიხილავთ“

„არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ასეთ, ან უფრო სკანდალურ ჩანაწერს ვიხილავთ“

„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი2“-ის მეშვეობით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას

„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი2“-ის მეშვეობით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება

„სარალიძეს ფული აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისაგან“…

„სარალიძეს ფული აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისაგან“…


სარეკლამო ბანერი
1000 X 80