ისნის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტების განხორციელება დაიწყო

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

ისნის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტების განხორციელება დაიწყო

ისნის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტების განხორციელება დაიწყო
for.ge

2018-05-17 11:07:38

ისნის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტების განხორციელება დაიწყო. 

სამუშაოები ოთხ მისამართზე ხუთი ტიპის პროექტს მოიცავს. მათ შორის, მოსკოვის გამზირის N3-ში მდებარე ოთხსადარბაზოიანი საცხოვრებელი კორპუსის ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია და წყალსაწრეტი მილების შეცვლის სამუშაოები; ვაზისუბნის მე-8 ლეგიონში, III მიკრორაიონის N3 კორპუსში წყალარინების შიდა ქსელის შეცვლა; ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N144-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებული წყალგაყვანილობის ქსელის შეცვლა და ნავთლუღის ქუჩა N24-ში მდებარე N3 კორპუსში წყალარინების შიდა ქსელის შეცვლის სამუშაოები. 

გამგეობის მიერ თანადაფინანსებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ, ხოლო მათი საერთო ღირებულება 75 106 ლარია.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსებული პროექტების მიმდინარე პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას და ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდა და მათ პროგრამით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე ესაუბრა. 

ისნის რაიონში ამავე პროგრამის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ რვა პროექტი განხორციელდება.
თბილისის მერმა ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს ფარგლებს გარეთ დაგეგმილი აქტივობები

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად აღინიშნება

კისკა: „ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით“

ჩემთვის დიდი პატივია ჩემს ძმებთან ერთად დიდი გამარჯვების 100 წლისთავის ზეიმი

ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

გამარჯობა, საქართველო! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს გვერდით ყოფნა მაშინ, როდესაც დამოუკიდებლობის 100 წელს ზეიმობთ

ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, მკრეხელური გადაცემა გააკეთა, მკრეხელობას მიმართა, რაც არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის

სარეკლამო ბანერი
1000 X 80