როგორც არასდროს, ისე საჭირო იყო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო
მთავარი

ipn

2018-05-17 14:38:33

როგორც არასდროს, ისეთი საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა.

"დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. ეს არის დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაგვიდგინა, როგორც ეროვნული დღესასწაული და მადლობას ვუხდით ამისთვის. როგორც არასდროს, ისეთი საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო. სულ უფრო და უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე, დავიცვათ ოჯახური ღირებულებები. ადამიანის უმთავრესი გზა ეს არის ოჯახური ცხოვრება. როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის ოჯახად შექმნა, ადამიც და ევაც. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ხშირად ამბობენ, ეს არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც ღმერთმა შექმნა. ჩვენ ღმერთმა ასეთი ცხოვრებისთვის შეგვქმნა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან, ცხონებასთან ბრძოლა. უფალმა ინებოს არასოდეს დავთმოთ ოჯახური სიწმინდე, შევინარჩუნოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა", - განაცხადა მეუფე შიომ. 

ქადაგების ბოლოს ქაშვეთის ტაძარში მრავალშვილიანი ოჯახები დალოცეს.
პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა ამოიწურა

 სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადა

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადა

თაროდან ჩამოღებული ბადრი პატარკაციშვილის საქმე - პროკურატურამ 4 ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა

თაროდან ჩამოღებული ბადრი პატარკაციშვილის საქმე - პროკურატურამ 4 ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა

სახალხო დამცველი ადასტურებს: სუბელიანმა თვითმკვლელობა ჩანაწერების გამო სცადა

სახალხო დამცველი ადასტურებს: სუბელიანმა თვითმკვლელობა ჩანაწერების გამო სცადა

„არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ასეთ, ან უფრო სკანდალურ ჩანაწერს ვიხილავთ“

„არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ასეთ, ან უფრო სკანდალურ ჩანაწერს ვიხილავთ“

„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი2“-ის მეშვეობით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას

„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი2“-ის მეშვეობით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი 2018“ იწყება

„სარალიძეს ფული აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისაგან“…

„სარალიძეს ფული აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისაგან“…

სარეკლამო ბანერი
1000 X 80