მეუფე შიო: ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

მეუფე შიო: ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა

მეუფე შიო: ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა
ipn

2018-05-17 14:39:43

ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან და ცხონებასთან ბრძოლა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშვეთის ტაძარში, ქადაგებისას ბრძანა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, როგორც არასდროს, ისე საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო. 

"დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. ეს არის დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაგვიდგინა, როგორც ეროვნული დღესასწაული და მადლობას ვუხდით ამისთვის. როგორც არასდროს, ისეთი საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო. სულ უფრო და უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე, დავიცვათ ოჯახური ღირებულებები. ადამიანის უმთავრესი გზა ეს არის ოჯახური ცხოვრება. როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის ოჯახად შექმნა, ადამიც და ევაც. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ხშირად ამბობენ, ეს არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც ღმერთმა შექმნა. ჩვენ ღმერთმა ასეთი ცხოვრებისთვის შეგვქმნა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან, ცხონებასთან ბრძოლა. უფალმა ინებოს არასოდეს დავთმოთ ოჯახური სიწმინდე, შევინარჩუნოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა", - განაცხადა მეუფე შიომ. 

ქადაგების ბოლოს ქაშვეთის ტაძარში მრავალშვილიანი ოჯახები დალოცეს.
დედაქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი და პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები განთავსდება

დედაქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი და პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები განთავსდება

სექტემბრიდან თბილისს 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

სექტემბრიდან თბილისს 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

ბიზნესასოციაციის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღონ

ბიზნესასოციაციის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღონ

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ავტობუსების მარშრუტებში ცვლილების პროექტი წარადგინა

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ავტობუსების მარშრუტებში ცვლილების პროექტი წარადგინა

თბილისის მერია ინიციატივით გამოდის, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდეს

თბილისის მერია ინიციატივით გამოდის, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდეს

Fox News-ის ვებ-გვერდზე გიორგი კვირიკაშვილის წერილი გამოქვეყნდა

Fox News-ის ვებ-გვერდზე გიორგი კვირიკაშვილის წერილი გამოქვეყნდა

დღეს წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენება აღინიშნება

დღეს წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენება აღინიშნება

აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მომდევნო 100 წელი დაეფუძნება გასულ 100 წელიწადს

აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მომდევნო 100 წელი დაეფუძნება გასულ 100 წელიწადს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80