სამედიცინო პერსონალის მიმართ, მედიაში ხშირად იმართება ღია სასამართლოები და ლინჩის წესის გასამართლება ისე, რომ არ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

სამედიცინო პერსონალის მიმართ, მედიაში ხშირად იმართება ღია სასამართლოები და ლინჩის წესის გასამართლება ისე, რომ არ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას

სამედიცინო პერსონალის მიმართ, მედიაში ხშირად იმართება ღია სასამართლოები და ლინჩის წესის გასამართლება ისე, რომ არ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას
ipn

2018-05-17 17:27:31

სამედიცინო პერსონალის მიმართ, მედიაში ხშირად იმართება ღია სასამართლოები და ლინჩის წესის გასამართლება ისე, რომ არ ველოდებით არც ექსპერტიზის დასკვნას და არც სასამართლოს გადაწყვეტილებას, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „საქართველოს კლინიკების ასოციაციების“ საკანონმდებლო წინადადების შეფასებისას. ზოიძის თქმით, მედიაში სამედიცინო საკითხების ობიექტურად გაშუქების პრობლემაა, თუმცა მისივე თქმით, ეს ეთიკის კოდექსმა უნდა დაარეგულიროს და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსმა.

„მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, მედიცინა გახლავთ ხელოვნება და მეცნიერება ერთად, რადგანაც იქ არის ადამიანის უდიდესი ფაქტორი. რაც არ უნდა ბრწყინვალე ექიმი იყოს, ყოველთვის შესაძლებელია შეცდომა. მაგრამ როდესაც სავარაუდო გადაცდომა ხდება, ამას სჭირდება დადგენა. ვიდრე ეს დადგინდება, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ხდება სამედიცინო პერსონალის ჯვარზე გაკვრა და დადანაშაულება. შეშინებული ექიმი შეიძლება პოტენციური მკვლელი აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ზეწოლაა მასზე. ისეთ სიტუაციაში, სადაც პაციენტის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის ბედს წამიერი გადაწყვეტილება შეიძლება წყვეტდეს, შეშინებული ექიმი ამ შემთხვევაში არის ძალიან ცუდი დამხმარე. სამედიცინიო დონეზე ეს დამოკიდებულება შეიძლება ყველას ბუმერანგივით მოგვიბრუნდეს, თუ მათ თავი დაუცველად იგრძნეს.

მე წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი რეგულაციის, კანონის, თუ ჯარიმის, რომლითაც ჩვენ მედიას ავუკრძალავთ კონკრეტული თემის გაშუქებას. ეს არის თვითრეგულირების თემა: მაგალითად, ჟურნალისტური ეთიკის კოდექსით უნდა დარეგულირდეს. არანაირი ადმინისტრაციული შეზღუდვები არ მიმაჩნია სწორად,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანზიაცია „საქართველოს კლინიკების ასოციაციამ“ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო საქმიანობის დროს ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის ან ჩადენილი დანაშაულის შესახებ მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 1 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი - 2 000 ლარით.
დედაქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი და პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები განთავსდება

დედაქალაქში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი და პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები განთავსდება

სექტემბრიდან თბილისს 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

სექტემბრიდან თბილისს 11 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

ბიზნესასოციაციის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღონ

ბიზნესასოციაციის წევრები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ სხვადასხვა ლოკაციებზე გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღონ

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ავტობუსების მარშრუტებში ცვლილების პროექტი წარადგინა

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ავტობუსების მარშრუტებში ცვლილების პროექტი წარადგინა

თბილისის მერია ინიციატივით გამოდის, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდეს

თბილისის მერია ინიციატივით გამოდის, ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდეს

Fox News-ის ვებ-გვერდზე გიორგი კვირიკაშვილის წერილი გამოქვეყნდა

Fox News-ის ვებ-გვერდზე გიორგი კვირიკაშვილის წერილი გამოქვეყნდა

დღეს წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენება აღინიშნება

დღეს წმინდა მამა დავით გარეჯელის ხსენება აღინიშნება

აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მომდევნო 100 წელი დაეფუძნება გასულ 100 წელიწადს

აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მომდევნო 100 წელი დაეფუძნება გასულ 100 წელიწადს

სარეკლამო ბანერი
1000 X 80