გიორგი კვირიკაშვილი: ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი
მთავარი

გიორგი კვირიკაშვილი: ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი: ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი
ipn

2018-06-13 19:02:18

ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

პრემიერმა ხელისუფლებაში მისი საქმიანობის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება ყოველთვის სამშობლოს სასიკეთოდ გადადმული ნაბიჯი იყო.

“ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგბელობა, რაც კი შეიძლება მოქალაქეს დაეკისროს. ყოველთვის ვცდილობდი უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება იყო ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. ვხედავ, გუნდში განწყობებს და აქედან გამომდინარე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა და მინისტრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, პარტიის თავმჯდომარეს და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

“მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას, მინდა აუცილებლად მადლობა გადავუხადო იმ უამრავ ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი, მინდა ჩემს თანამშრომლებს გათენებული ღამეებისთვის და გაწეული შრომისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მადლობა მინისტრებს, გუნდის წევრებს, მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს. მინდა საპარლამენტო გუნდს გადავუხადო მადლობა და ასევე პარტიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ მომეცა საშუალება მემსახურა საქართველოსთვის ჯერ მინისტრის და შემდგომ პრემიერის თანამდებობაზე. მინდა გუნდის ხელმძღვანელს ვუსურვო წარმატება ქვეყნის სასარგებლოდ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯში. ღმერთი ფარავდეს საქართველოს. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი და განვითარებული სახელმწიფო“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნონა გაფრინდაშვილი: "ამ მთავრობას რა ვუთხარი, გვარამიას და მაგნაირებს რომ ხმას აღებინებს"

ნონა გაფრინდაშვილი: "ამ მთავრობას რა ვუთხარი, გვარამიას და მაგნაირებს რომ ხმას აღებინებს"

ნაცმოძრაობამ დაანონსებული 100 000-კაციანი აქციის გამართვაზე უარი თქვა

ნაცმოძრაობამ დაანონსებული 100 000-კაციანი აქციის გამართვაზე უარი თქვა

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება

რობერტ სტურუა: ბრბო ივიწყებს, ამ ჭაღარა ქართველს კი ალბათ ახსოვს

რობერტ სტურუა: ბრბო ივიწყებს, ამ ჭაღარა ქართველს კი ალბათ ახსოვს

გვარამია: "სუს-ი ამზადებს ჩემი და სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად…"

გვარამია: "სუს-ი ამზადებს ჩემი და სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად…"

ყველგან ბავშვების გვამებია... აღებდნენ კაბინეტებს და კლავდნენ

ყველგან ბავშვების გვამებია... აღებდნენ კაბინეტებს და კლავდნენ

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

გიორგი კახიანი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება

გიორგი კახიანი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება


სარეკლამო ბანერი
1000 X 80