გუნდში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაბედა და მადლობა გადაუხადა პრემიერ კვირიკაშვილს
მთავარი

გუნდში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაბედა და მადლობა გადაუხადა პრემიერ კვირიკაშვილს

გუნდში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაბედა და მადლობა გადაუხადა პრემიერ კვირიკაშვილს
ipn

2018-06-14 13:11:28

კითხვის ნიშანს არავინ სვამს - თუ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, პრემიერ-მინისტრი რატომ მოხსნეს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის მოხსნაზე და რა არის რეალური მიზეზი მისი მოხსნის? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. 

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მოსვლაა, სხვა შემთხვევაში უამრავი კითხვა თუ შეფასება გაჩნდება ევროპელი პარტნიორების მხრიდან. 

„გუნდში არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც გაბედა და მადლობა გადაუხადა პრემიერ კვირიკაშვილს. დღეს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას მოუწია რამდენიმე თანამდებობის პირთან მუშაობა და მეც მქონდა პატივი, ამ პროცესის მონაწილე ვყოფილიყავი მასთან ერთად; მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, გიორგი კვირიკაშვილი იყო უმაღლესი თანამდებობის ის პირი, ის პრემიერი, რომელთანაც კომფორტული იყო მუშაობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამისთვის. 


დღეს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ვნახეთ, გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელმაც პრემიერის გადადგომას ფაქტიურად მისცა შეფასება, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თითქოს პრემიერი არც ყოფილა საერთოდ და შეაფასა ისე, რომ პრემიერები მიდიან-მოდიან, თითქოს ამ ქვეყანაში არაფერი ხდება და პრემიერი მნიშვნელოვანი არ არის. ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან სამწუხარო შეფასება“, - აღნიშნა აბაშიშვილმა. 

მისივე შეფასებით, რა პროცესთან გვაქვს საქმე, გაურკვეველია. 

„სიმბოლურია, რომ დღეს ვიყავით კონფერენციაზე, რომელსაც ჰქვია „საქართველოს ევროპული გზა“, თუმცა ძალიან დაგვაშორებს ევროპისგან ბუნდოვანი გადაწყვეტილებები. ამიტომ დიდი დაფიქრებაა საჭირო, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, ევროპული გზა არის ის, ვინც რეალურად მართავს პროცესს პარტიის თავმჯდომარის რანგში, მოდიან ხელმძღვანელ პოზიციაზე - პრემიერ-მინისტრებად. მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდეს პრემიერ-მინისტრად და რეალურად აიღოს ის ძალაუფლება, რომელიც როგორც ჩანს, ისედაც აქვს, რადგან ამაზე ყოფილმა პრემიერმაც ისაუბრა, რომ ის თანამდებობიდან პარტიის თავმჯდომარემ გადააყენა. მნიშვნელოვანია ამ ყველაფერს მიეცეს შესაბამისი პოლიტიკური მართლაც ევროპული შეფასება. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ ან უნდა მოვიგონოთ ადამიანი, რომელიც პირობითად პრემიერ-მინისტრი იქნება, ან პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. თუ ჩვენ ახალ პრემიერ-მინისტრს მოვიგონებთ, ეს იქნება მასკარადი და აბსურდის თეატრი, რომელშიც კიდევ ერთხელ უნდა დავტრიალდეთ. მასკარადი უნდა დამთავრდეს. 

კომიკური ფაქტი ისაა, რომ თითქოს ავიწყდებათ პრემიერი რომ კვირიკაშვილი იყო, პარალელურად კი აცხადებენ, რომ ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკური პრობლემები და სხვა პრობლემები თითქოს არ არსებობს. კითხვის ნიშანს არავინ სვამს - თუ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, პრემიერ-მინისტრი რატომ მოხსნეს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის მოხსნაზე და რა არის რელაური მიზეზი მისი მოხსნის? გარდა ამისა, ყველას ახსოვს პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება, რომ ის არსად აპირებდა წასვლას მრავალი წელი. ის იყო მყარად დარწმუნებული თავის პოზიციაში. სამწუხაროა, რომ არ ისმება კითხვა - რა მოხდა?!“- აღნიშნა აბაშიშვილმა. 

კითხვაზე, რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას პრემიერ-მინისტრის გადადგომამ საქართველოს ევროპულ გზაზე, აბაშიშვილმა უპასუხა, თუ ჩვენ გავაგრძელებთ აბსურდს და მასკარადს, მოვიგონებთ პრემიერ-მინისტრს, რეალურად კი გვეყოლება ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებს, თუმცა, არ აიღებენ პასუხისმგებლობას აღმასრულებელი ხელისუფლების რეალურ მართვაზე, ეს ცხადია, იქნება შემაფერხებელი საქართველოსთვის ევროპულ გზაზე. 

„კითხვის ნიშნები არ გაჩნდება თუ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილი აიღებს. სხვა შემთხვევაში უამრავი კითხვა, თუ შეფასება გაჩნდება ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
ყველგან ბავშვების გვამებია... აღებდნენ კაბინეტებს და კლავდნენ

ყველგან ბავშვების გვამებია... აღებდნენ კაბინეტებს და კლავდნენ

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

გიორგი კახიანი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება

გიორგი კახიანი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება

ეკა ბესელია:  ასე იოლად ნუ შევეგუებით, რომ ქვეყანა ფარული ჩანაწერებით ცხოვრობდეს

ეკა ბესელია: ასე იოლად ნუ შევეგუებით, რომ ქვეყანა ფარული ჩანაწერებით ცხოვრობდეს

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ქალ ელჩებთან

სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ქალ ელჩებთან

დეპუტატის თქმით, იგი აუცილებლად დაინტერესდება რა სტატუსით და ვისი ნებართვით  შევიდა  ცუხიშვილი ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად  მირზა სუბელიანთან

დეპუტატის თქმით, იგი აუცილებლად დაინტერესდება რა სტატუსით და ვისი ნებართვით შევიდა ცუხიშვილი ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მირზა სუბელიანთან

„ჩვენ - ხელისუფლებას და საზოგადოებას პატარკაციშვილების ოჯახის მიმართ გვქონდა ერთგვარი ვალდებულება, რომ ბადრის მიმართ განხორციელებულ ყველა ბინძურ ქმედებასთან დაკავშირებით პასუხი გაგვეცა"

„ჩვენ - ხელისუფლებას და საზოგადოებას პატარკაციშვილების ოჯახის მიმართ გვქონდა ერთგვარი ვალდებულება, რომ ბადრის მიმართ განხორციელებულ ყველა ბინძურ ქმედებასთან დაკავშირებით პასუხი გაგვეცა"

მამუკა მდინარაძის თქმით , პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის მორიგი სქემა გახსნა

მამუკა მდინარაძის თქმით , პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის მორიგი სქემა გახსნა


სარეკლამო ბანერი
1000 X 80