თუ პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას არ გამოუცხადებს, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები მაინც ვერ ჩატარდება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

თუ პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას არ გამოუცხადებს, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები მაინც ვერ ჩატარდება

თუ პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას არ გამოუცხადებს, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები მაინც ვერ ჩატარდება
ipn

2018-06-14 14:35:26

თუ პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას არ გამოუცხადებს, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები მაინც ვერ ჩატარდება - ასეთ შემთხვევაში ჩვენ პრეზიდენტის არჩევნებს უნდა დაველოდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაითამაშოს პარლამენტმა თვითდათხოვის პროცედურა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ის ნორმები, რომელიც აღნიშნულ საკითხებს არეგულირებს, არის ხარვეზიანი, ბუნდოვანი და მსჯელობა იმის მიხედვით უნდა წარიმართოს, თუ რა იქნება კონსტიტუციურად გონივრული და ლოგიკური მოცემულ შემთხვევაში.

“მოცემული მდგომარეობა, რაზეც დღეს მიდის საუბარი, განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის ორი მუხლით - 51-ე პრიმა და მე-80 პრიმა მუხლებით. საქმე ის არის, რომ ორივე მუხლი არის ხარვეზიანი და არის ბუნდოვანება, რაც ამ ორი ნორმის მრავალჯერადი შეცვლის შედეგად მივიღეთ. ახლა ჩვენ იმის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა იქნებოდა გონივრული ამ შემთხვევაში. კონსტიტუციის 51-ე პრიმა მუხლი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნა არ შეიძლება, გარდა ერთი გამონაკლისისა. ეს გამონაკლისი არის კონსტიტუციის მე-80 მუხლი. აღნიშნული მუხლი კი საუბრობს იმაზე, თუ როგორ უცხადებს ნდობას ახალარჩეული პარლამენტი მთავრობას. ჩემი აზრით, კონსტიტუციის მე-80 მუხლი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ერთი მხრივ, ის არის ზოგადად ნდობის გამოცხადების ტექნიკური პროცედურა, რომელიც გამოიყენება არამხოლოდ ახალარჩეული პარლამენტის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოსაცხადებლად, არამედ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც დღის წესრიგში ახალი მთავრობის დამტკიცების საკითხი დგება - მაგალითად, მთავრობა გადადგა, ერთი მესამედით განახლდა და ასე შემდეგ. აღნიშნული ნორმის მეორე შინაარსი არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ახალარჩეული პარლამენტი იკრიბება და მინისტრთა კაბინეტს აყალიბებს. ჩემი აზრით, როდესაც კონსტიტუციის 51-ე პრიმა მუხლი ამბობს, რომ პრეზიდენტის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნა შესაძლებელია მე-80 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ეს იმ გამონაკლის შემთხვევას გულისხმობს, როდესაც საქმე ახლად არჩეულ პარლამენტს ეხება და არა სხვა შემთხვევებს, როდესაც პარლამენტი მთავრობის ფორმირებას ვერ ახერხებს. არსებობს ხუთი ვითარება, რა დროსაც შეიძლება პარლამენტი იყოს დათხოვილი და ხუთივე ვითარება კონსტიტუციის მე-80 მუხლზე მიუთითებს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ის გამონაკლისი, რომელიც პრეზიდენტის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შეიძლება მოხდეს, მე-80 მუხლის ტექნიკურ ასპექტებს უკავშირდება, მაშინ გამოვა, რომ ამ ჩანაწერს საერთოდ არ ჰქონია აზრი, პარლამენტის დათხოვა ყველა შემთხვევაში შესაძლებელი ყოფილა და აღნიშნული მუხლიც უშინაარსო გამოდის“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მისივე თქმით, არსებობს თეორია, როცა პოლიტიკურმა კონსენსუსმა შესაძლოა დაადგინოს იმისგან განსხვავებული წესი, რაც კონსტიტუციაში წერია და კონსტიტუციური ფორმალიზმი გვერდზე გადაიდოს. 

“ასეთი რამ სხვადასხვა ქვეყნებში მომხდარა. მაგალითად, გერმანიაში, როცა პარლამენტის დათხოვა არ იყოს შესაძლებელი, მაგრამ დაითხოვეს და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მართალია ეს დათხოვნა კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ვინაიდან ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი შეთანხმედა, პოლიტიკურმა კონსენსუსმა კონსტიტუციური წესრიგი გადაძლია“, - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ. 
მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

თუკი ირაკლი ქადაგიძის და ზაზა ჭაიას დახმარება გიგა ბოკერიას სჭირდება, კი ბატონო, მშვიდობაში დაიხმარონ, მაგრამ არა საგამოძიებო კომისიის სახელით

თუკი ირაკლი ქადაგიძის და ზაზა ჭაიას დახმარება გიგა ბოკერიას სჭირდება, კი ბატონო, მშვიდობაში დაიხმარონ, მაგრამ არა საგამოძიებო კომისიის სახელით

ცხინვალში, რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის „აღიარების“ ათი წლის იუბილეზე პატრიარქ კირილს ელოდებიან

ცხინვალში, რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის „აღიარების“ ათი წლის იუბილეზე პატრიარქ კირილს ელოდებიან

ძალიან ნუ გაერთობით და იმ ხიბლში ნუ ჩავარდებით, რომ მართლა უმრავლესობაში გეგონოთ თავი

ძალიან ნუ გაერთობით და იმ ხიბლში ნუ ჩავარდებით, რომ მართლა უმრავლესობაში გეგონოთ თავი

ეკა ბესელიას მაშინაც კი, როდესაც უმცირესობაშია, სურს უმრავლესობის კანდიდატების დაბლოკვის საშუალება ჰქონდეს

ეკა ბესელიას მაშინაც კი, როდესაც უმცირესობაშია, სურს უმრავლესობის კანდიდატების დაბლოკვის საშუალება ჰქონდეს

პროკურორების პირად ინტერესს ნამდვილად ვერ ვხედავდი, განსაკუთრებით ლევანთან მიმართებაში

პროკურორების პირად ინტერესს ნამდვილად ვერ ვხედავდი, განსაკუთრებით ლევანთან მიმართებაში

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

გარბენი „თბილისის“ გამო ვაკისკენ მოძრავი მარშრუტები დროებით შეიცვლება

სარეკლამო ბანერი
1000 X 80