მამუკა ბახტაძის ხედვები არის მისაღები და მისასალმებელი, ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

მამუკა ბახტაძის ხედვები არის მისაღები და მისასალმებელი, ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ

მამუკა ბახტაძის ხედვები არის მისაღები და მისასალმებელი, ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ
1tv.ge

2018-06-14 19:05:40

მამუკა ბახტაძის ხედვები არის მისაღები და მისასალმებელი. ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე ყველაფრის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა არ ყოფილა, თუმცა დღევანდელ შეკრებას წინ უძღოდა არაერთი შეხვედრა.

„ვრცელი საუბრის და დეტალების განხილვის დრო საათ-ნახევარში, რასაკვირველია, არ გვქონდა უმრავლესობის შეხვედრაზე. მაგრამ არაერთი წინა შეხვედრა უძღოდა დღევანდელ შეხვედრას ფინანსთა მინისტრთან და დეტალებში განვიხილეთ, რა მიმართულებები არის პრიორიტეტული, სოციალურიდან დაწყებული, განსაკუთრებულ თემაზე, რასაც ჰქვია საქართველოს სატრანზიტო სისტემების განვითარება. მისი ხედვები განათლების სისტემიდან დაწყებული დამთავრებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, არის მისაღები და მისასალმებელი. ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებისა და თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის შესახებ დასმულ კითხვაზე ვოლსკიმ განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძე გაჟღერებული მოთხოვნების გარეშე შეაფასებს ვითარებას და წარადგენს მინისტრობის კანდიდატებს.

„მოითხოვენ მინისტრების გადადგომას, დესტაბილიზაციას მოითხოვენ, სახელმწიფოში რყევას მოითხოვენ და სახელმწიფოში დაპირისპირებების მაღალ ხარისხს მოითხოვენ. რასაკვირველია, მამუკა ბახტაძე ამ მოთხოვნების გარეშე შეაფასებს სიტუაციას და წარმოადგენს თავის კანდიდატურებს. დღეს საუბარი ამ თემაზე არ ყოფილა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი 20 აგვისტოს დაიწყება

დედაქალაქის მერი დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად, სამშენებლო კომპანიებს თხოვნით მიმართავს

დედაქალაქის მერი დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად, სამშენებლო კომპანიებს თხოვნით მიმართავს

დედაქალაქის მერიამ დიდუბის რაიონში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გააუქმა

დედაქალაქის მერიამ დიდუბის რაიონში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გააუქმა

ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება 21 აგვისტოდან, თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი

ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება 21 აგვისტოდან, თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი

დედაქალაქის მერის დავალებით, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა მოწესრიგდა

დედაქალაქის მერის დავალებით, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა მოწესრიგდა

თბილისის მერმა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურა წარადგინა

თბილისის მერმა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელად ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურა წარადგინა

ჯაფარიძე: „გირჩი“ იქნება საარჩევნო ბიულეტენში და მეც დავრჩები ზურად

ჯაფარიძე: „გირჩი“ იქნება საარჩევნო ბიულეტენში და მეც დავრჩები ზურად

იტალიაში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

იტალიაში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია


სარეკლამო ბანერი
1000 X 80