გვყავდა პრემიერი, რომელიც თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა მაისში გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქამდე საქართველოს არ ჰქონია
მთავარი

ipn

2018-07-13 09:28:59

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველასთვის გაუგებარია, რატომ გადადგა პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. 

როგორც პრეზიდენტმა ბრიუსელში ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, არავის დაუსახელებია მიზეზი, თუ რის გამო შეიცვალა პრემიერი, მეტიც, საზოგადოებამ არ იცის, რატომ არავინ უხსნის მას პრემიერის გადადგომის მიზეზს.

„თუ ვინმე ახსნის, რატომ არავინ აუხსნა საქართველოს მოქალაქეებს, რატომ წავიდა თანამდებობიდან კვირიკაშვილი...არა მარტო ახსნა არ ვიცით, არამედ ისიც არ ვიცით, რატომ არ გვიხსნიან. რატომ არ ვართ ღირსი გავიგოთ, რატომ წავიდა პოსტიდან პრემიერ მინისტრი?!“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ეს შეკითხვა არა მარტო ქართულ მოსახლეობას, არამედ უცხოელ პარტნიორებსაც აქვთ. „გვყავდა პრემიერ მინისტრი, რომელიც თითქოს ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდა, არადა თითქოს მაისში გვქონია იმხელა ეკონომიკური ზრდა, რომელიც აქამდე საქართველოს არ ჰქონია. რატომ გაქრა პოლიტიკური ველიდან კვირიკაშვილი?! შემდეგ გაქრა პოლიტსაბჭოდან და ფაქტობრივად სახელმძღვანელოებიდან მისი ფოტოს ამოჭრა რატომ ხდება?! რა დააშავა ამ ადამიანმა?! ეს კითხვა პარტნიორებს კი არა, აქვთ ნებისმიერ ქართულ ოჯახში, სადაც შედიხართ და აღარ გეკითხებიან - გვეშველება რამე?! გეკითხებიან - კვირიკაშვილი რატომ წავიდა და მე პასუხი არ მაქვს. მე ეს კითხვა არაერთხელ დავსვი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
„რუსეთუმეები იჭაჭებიან, სისხლს ფ***ენ - შედეგი რა არისო“ - ჟურნალისტი

ჟურნალისტის დანაწევრებული სხეული თურქეთიდან ჩემოდნებით დიპლომატიური არხით გაიტანეს

"სამწუხაროდ, არჩევანის გაკეთება უნიათოებსა და ჯალათებს შორის გვიწევს... რა ვქნა უნიათოებს ვირჩევ" - დირიჟორი

"ამ საარჩევნოდ ყველა როგორ გალეიბორისტდით" - გუგავა საბანკო ვალების ჩამოწერაზე

ლაშა ნაცვლიშვილი ბოდიშს იხდის: მინდა გვარამიას და მის უფროსს, სააკაშვილს მივმართო: ორივე დიპლომირებული, მოქმედი და კარიერული ნარკომანი ხართ

"თქვენს გინებაში ამომხდება სული და მარტო გინებას არ გაკმარებთ" - ჯანგირაშვილი ამნისტიამ აღაშფოთა

"მზადაა კონკრეტული პროგრამა გადაუხდელ სესხებთან დაკავშირებით და ხვალ გაცხადდება"

ხვალ პრემიერი დაუჯერებელ ამნისტიას გამოაცხადებს საკრედიტო დავალიანებებზე

სარეკლამო ბანერი
1000 X 80