კახა კალაძე მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
მთავარი

კახა კალაძე მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

კახა კალაძე მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
for.ge

2018-08-10 12:28:36

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 

მიროტაძის ქუჩის (კოსტავას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე), პეკინის გამზირის (მიროტაძის ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე), კოსტავას ქუჩის (26 მაისის მოედნიდან) სააკაძის მოედანამდე, ჭაბუკიანის ქუჩის (სააკაძის მოედნიდან პეკინის გამზირამდე) რეაბილიტაციის პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალში არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებია დაგეგმილი. გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარი. ასევე, ახლით შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელები.  

ტროტუარზე განთავსდება სკამები და სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები. სამუშაოების ფარგლებში, 1,2 კმ სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რაც ახალი ბორდიურის, საავტომობილო და ველოსიპედების სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს. ასევე, შეიცვლება გარე განათების ბოძები და ახალი, თანამედროვე, განათების ევროპული ტიპის ქსელი დამონტაჟდება.

ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე, 700 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელი შეიცვლება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 3,5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი თავისი რესურსით, დადგმული სპექტაკლებით და საზოგადოების ფსიქიკაზე ზეწოლით ვერ შეძლო თავისთვის სასურველი შედეგის მიღება

„ნაციონალურმა მოძრაობამ" მთელი თავისი რესურსით, დადგმული სპექტაკლებით და საზოგადოების ფსიქიკაზე ზეწოლით ვერ შეძლო თავისთვის სასურველი შედეგის მიღება

ნინო წილოსანი: ჩვენ უფლება არ გვაქვს უკან დავბრუნდეთ. ჩვენ მხოლოდ წინსვლაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული

ნინო წილოსანი: ჩვენ უფლება არ გვაქვს უკან დავბრუნდეთ. ჩვენ მხოლოდ წინსვლაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული

ეკა ბესელია: ჩვენ გვყავს კანდიდატი ქალი, რომელსაც ვუჭერთ მხარს  28 ოქტომბრის არჩევნებზე

ეკა ბესელია: ჩვენ გვყავს კანდიდატი ქალი, რომელსაც ვუჭერთ მხარს 28 ოქტომბრის არჩევნებზე

კიდევ ერთი მოკლული ემიგრანტი: იტალიაში 31 წლის ქართველი სიცოცხლე გამოასალმეს

კიდევ ერთი მოკლული ემიგრანტი: იტალიაში 31 წლის ქართველი სიცოცხლე გამოასალმეს

"რომ დამიჭიროთ, იცოდეთ, რომ ზუსტად ეგ მინდა მეც" - გვარამია ბოლომდე მიდის

"რომ დამიჭიროთ, იცოდეთ, რომ ზუსტად ეგ მინდა მეც" - გვარამია ბოლომდე მიდის

ეს არის სახლი სადაც ბიზნესმენის გატაცებულ შვილს მალავდნენ - "40-ზე მეტი პოლიციის მანქანა იყო"

ეს არის სახლი სადაც ბიზნესმენის გატაცებულ შვილს მალავდნენ - "40-ზე მეტი პოლიციის მანქანა იყო"

"ფეხებზე მკიდია არჩევნები და მეკიდება ყოველთვის, ჩემი პრეზიდენტი გლდანის სასაფლაოზეა"

"ფეხებზე მკიდია არჩევნები და მეკიდება ყოველთვის, ჩემი პრეზიდენტი გლდანის სასაფლაოზეა"

"თუ კონსტანტინოპოლის ეკლესია რუსეთს უსამართლოდ ექცევა, მხარი არ უნდა დავუჭიროთ"

"თუ კონსტანტინოპოლის ეკლესია რუსეთს უსამართლოდ ექცევა, მხარი არ უნდა დავუჭიროთ"


სარეკლამო ბანერი
1000 X 80