სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის ორიანს ვუწერ

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

მთავარი

სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის ორიანს ვუწერ

სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის ორიანს ვუწერ
ipn

2018-08-10 14:28:21

აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის სალომე ზურაბიშვილს ორიანს ვუწერ, თუმცა ხუთიანს - საგარეო საქმეთა სამინისტროს დროს გაკეთებულ საქმეში, - ასე ეხმაურება ექსპერტი მამუკა არეშიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით. 

„ცოტა გამიკვირდა სალომე ზურაბიშვილისგან ეს განცხადება, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ძალიან ბევრი გააკეთა, რომ შესრულებულიყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომლის თანახმად, 2006 წელს ბოლო რუს ჯარისკაცსაც უნდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია. ამ საქმეში ზურაბიშვილი იყო ძალიან თანმიმდევრული და პრინციპული. მე ვფიქრობ, ეს მოუფიქრებელი განცხადება იყო. ომი საქართველოს არ დაუწყია. ეს გამოთქმა მოუფიქრებელი და დაუკვირვებელი იყო, მაგრამ სასწორზე დევს, ის რაც მანამდე გააკეთა. ორიანს დავუწერდი ამ განცხადებაში, მაგრამ ხუთიანს მაშინდელ ქმედებაში. ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი პოლიტიკოსის განცხადება და არა საპრეზიდენტო კანდიდატის, გავუტარებდით, მაგრამ ახლა სამწუხაროდ, ამის გატარება ძალიან რთულია. მე მაინც ვურჩევ მის ამომრჩეველს, რომ ამის გამო გულს ნუ აიცრუებენ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ამასთან, ექსპერტი „ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ „ქართული ოცნება" ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს".


„ნამდვილად ვიცი, რომ ზურაბიშვილს „ქართული ოცნების" ელიტის ერთი ნაწილის მხარდაჭერა აქვს, თუმცა მეორე ნაწილის - არა", - აღნიშნა არეშიძემ.
იანოშ ჰერმანი საქართველოში თავის მისიას ასრულებს

იანოშ ჰერმანი საქართველოში თავის მისიას ასრულებს

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით იდგმება

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, რომლებიც სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით იდგმება

იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართაიანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

იანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართაიანოშ ჰერმანმა მედიის წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

 "შამბას შეთავაზება არის რუსეთის მორიგი ხაფანგი საქართველოს წინააღმდეგ და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მძიმე შედეგის მომტანი"

"შამბას შეთავაზება არის რუსეთის მორიგი ხაფანგი საქართველოს წინააღმდეგ და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მძიმე შედეგის მომტანი"

„აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ხედავენ, რომ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას განვითარება არ მოაქვს“

„აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ხედავენ, რომ რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას განვითარება არ მოაქვს“

„ქართული ოცნება“ 3 კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს

„ქართული ოცნება“ 3 კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რომელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს

სალომე ზურაბიშვილი: "ქვეყანაში ძალიან ბევრი უსახური ეკლესია შენდება"

სალომე ზურაბიშვილი: "ქვეყანაში ძალიან ბევრი უსახური ეკლესია შენდება"

უმუშევრობა, ფასების ზრდა, კრიმინალი - გრიგოლ ვაშაძე დუშეთის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო

უმუშევრობა, ფასების ზრდა, კრიმინალი - გრიგოლ ვაშაძე დუშეთის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო


სარეკლამო ბანერი
1000 X 80