„ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს „გამოსაცდელი ვადა“ დაუწესა
მთავარი

„ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს „გამოსაცდელი ვადა“ დაუწესა

„ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს „გამოსაცდელი ვადა“ დაუწესა
"რეზონანსი"

2018-08-10 19:47:06

„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერას დაპირდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მმართველი პარტიის მხარდაჭერა გარანტირებული აქვს. ამის შესახებ „რეზონანსთან“ საუბარში პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილისთვის ასეთი პირობა „ქართულ ოცნებში“ გაცემულია - ისინი დაუჭერენ ზურაბიშვილს მხარს. თუკი თვის ბოლომდე გაჩნდა რაიმე რისკი, რომ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობის შემთხვევაში ან მეორე ტური შედგეს ან უარესი - რაღაცა საფრთხე გაჩნდეს იმისა, რომ არჩევნები შესაძლოა იქნეს წაგებული, ამ შემთხვევაში ისინი ამას გადაათამაშებენ, რადგან ეს არის პირობა და არა გარანტია“, - აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე შეფასებით, „ოცნებამ“ პრაქტიკულად „გამოსაცდელი ვადა“ მისცა ზურაბიშვილს და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დააკვირდება, თუ რა მოვლენები განვითარდება მის გარშემო.

„რა მოცემულობა დაჯდება ამ ორი კვირის განმავლობაში, ეს თვითონ სალომე ზურაბიშვილზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაივლის ამ ორ კვირას და აგრეთვე, დამოკიდებულია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო რა შეფასებას მისცემს სალომე ზურაბიშვილის მდგომარეობას.

„მდგომარეობა უნდა განვიხილოთ დინამიკაში, რომელიც ყოველდღიურად იცვლება: გუშინ ატყდა ერთი ამბავი, ხვალ შეიძლება ასევე რაღაცა მოხდეს  - კარგი ან ცუდი. 

„სალომე ზურაბიშვილმა რომ არჩევნები მოიგოს, სჭირდება „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდაჭერა. პასიურიც არ არის საკმარისი. მარტო ის ფაქტი, რომ „ოცნებამ“ მხარს უჭერს ზურაბიშვილს, საკმარისი არ იქნება არჩევნების მოსაგებად. აუცილებელია, რომ აქტიური მხარდაჭერა მოხდეს. მთელი თავისი სახელმწიფოებრი, პარტიული და ორგანიზაციული რესურსის გამოყენება დასჭირდება, რომ არჩევნები მოაგებინონ“, - განუცხადა ხუხაშვილმა „რეზონანსს“.
“ძვირფასო ნინო, მე რომ დავსვა ხალხი, ტელეეკრანებთან და მოვყვე შენზე აქეთური და იქეთური, სა მიდიხარ მერე?აქამდე გინდობდი ოჯახის ხათრით”

“ძვირფასო ნინო, მე რომ დავსვა ხალხი, ტელეეკრანებთან და მოვყვე შენზე აქეთური და იქეთური, სა მიდიხარ მერე?აქამდე გინდობდი ოჯახის ხათრით”

“თაკო აღარ დაწერო არაფერი, გააუქმე “ფეისბუქი”, ბოლომდე ნუ დაიმარხავ თავს” – ყანდიშვილი ჩარკვიანს

“თაკო აღარ დაწერო არაფერი, გააუქმე “ფეისბუქი”, ბოლომდე ნუ დაიმარხავ თავს” – ყანდიშვილი ჩარკვიანს

"დაუძველდა ბორის ივანიშვილს ხრიკები, ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს რომ გვინდა არეულობა, "პაკრიშკები," შეტაკებები"

"დაუძველდა ბორის ივანიშვილს ხრიკები, ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს რომ გვინდა არეულობა, "პაკრიშკები," შეტაკებები"

“ქორწინების 25 წლისთავი გვაქვს ნოემბერში და მინდა, რომ აქ აღვნიშნოთ”

“ქორწინების 25 წლისთავი გვაქვს ნოემბერში და მინდა, რომ აქ აღვნიშნოთ”

რაც არ უნდა მუქარა იყოს, ჩვენ ამ ხალხს დავიცავთ - სანდრა რულოვსი ზუგდიდის ბაზარში

რაც არ უნდა მუქარა იყოს, ჩვენ ამ ხალხს დავიცავთ - სანდრა რულოვსი ზუგდიდის ბაზარში

რუსთავში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს და КГБ დააწერეს

რუსთავში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერები წითლად შეღებეს და КГБ დააწერეს

”10 000$ მღვდლის შვილს დათუნა სარალიძის საქმეზე, პანიკა "ქართულ ოცნებაში“

”10 000$ მღვდლის შვილს დათუნა სარალიძის საქმეზე, პანიკა "ქართულ ოცნებაში“

"ყოველი არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ ყველა ძალოვან სტრუქტურას თავს ჭრის”

"ყოველი არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ ყველა ძალოვან სტრუქტურას თავს ჭრის”


სარეკლამო ბანერი
1000 X 80