ჩვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევის წინაშეა და ყველაზე ღირსეული პასუხი მათზე არის განათლებული საქართველო
მთავარი

1tv.ge

2018-09-14 12:33:19

ჩვენ ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ყველაზე ღირსეული პასუხი არის განათლებული საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განაცხადა, სადაც  განათლების რეფორმის ხედვას წარადგენს.

„დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სოციალური პრობლემები და ბევრი სხვა. ყველაზე ღირსეული პასუხი ამ პრობლემებზე არის განათლებული საქართველო. განათლებული მოდერნიზაცია, ძლიერი საფუძვლიანი განათლების საფუძვლის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მან განაცხადა, რომ მისი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდები, განათლება და ინოვაციები.

„შესაბამისად, დღეს ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ემოციური დღე. ბევრმა თქვენგანმა  ძალიან კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის განათლების რეფორმის გატარება და გპირდებით, ამ რეფორმას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და დავაყენებთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს.  სწორედ ამიტომ აქ ამ წმინდა ადგილას იყალთოს აკადემიის ამ წმინდა კედლებში მე და ჩემი გუნდი წარმოგიდგენთ განათლების რეფორმის ხედვას“, – განაცხადა პრემიერმა პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, 2018-2023 წლებში მოხდება იმ ძირითადი ბირთვის დანერგვა, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას სინქრონიზაციაში მოიყვანს განათლების ევროპულ სისტემასთან.

„2019 წლის შემოდგომაზე კი, ჩვენ წარვადგენთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც, უზრუნველყოფილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა – სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს 10 ან 11-პროცენტიანი წილი“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერი ნიუ იორკში ქართველ სტუდენტებს განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე ესაუბრა

პრემიერი ნიუ იორკში ქართველ სტუდენტებს განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე ესაუბრა

კანაფის კულტივაციაზე მთავრობის ინიციატივას ფორსირებას არ გავუკეთებთ, ეს ჩვენი ხელწერა არ არის

კანაფის კულტივაციაზე მთავრობის ინიციატივას ფორსირებას არ გავუკეთებთ, ეს ჩვენი ხელწერა არ არის

როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური ძალა გაყალბებას იყენებს მექანიზმად, ეს შეუმჩნეველი არ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მიერ

როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური ძალა გაყალბებას იყენებს მექანიზმად, ეს შეუმჩნეველი არ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მიერ

ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში

ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში

აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფლი ვაჭრობის რეჟიმი ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფლი ვაჭრობის რეჟიმი ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა

აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა

წინ რთული გზაა, ეს არის უწყვეტი ისტორია, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ, ვიქნები ამ გზის და თქვენი ერთგული ბოლომდე

წინ რთული გზაა, ეს არის უწყვეტი ისტორია, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ, ვიქნები ამ გზის და თქვენი ერთგული ბოლომდე

"თუ გახდა, მე ვეცდები, დავტოვო და არ ვიცხოვრო საქართველოში" - მეუფე ანტონი სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე

"თუ გახდა, მე ვეცდები, დავტოვო და არ ვიცხოვრო საქართველოში" - მეუფე ანტონი სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე

სარეკლამო ბანერი
1000 X 80