მამუკა ბახტაძე: განათლება გახდება დომინანტი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში
მთავარი

მამუკა ბახტაძე: განათლება გახდება დომინანტი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში

მამუკა ბახტაძე: განათლება გახდება დომინანტი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში
1tv.ge

2018-09-14 12:40:57

2019 წლის შემოდგომაზე საქართველოს მთავრობა წარადგენს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა – განათლება გახდება დომინანტი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განაცხადა, სადაც განათლების რეფორმის ხედვას წარადგენს.

მისი თქმით, ეს უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს 10 ან 11-პროცენტიანი წილი.

„21-ე საუკუნეში ვერც ერთი სახელმწიფო და ვერც ერთი ეკონომიკა ვერ იქნება წარმატებული, თუ ის არ ეფუძნება ადამიანური კაპიტალის შექმნას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაც სწორედ ისაა, რომ განათლების რეფორმამ უზრუნველყოს ისეთი ადამიანური კაპიტალის, ისეთი სისტემების შექმნა, რომელიც საქართველოს შეიყვანს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიგში“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ამ პროექტის განსახორციელებლად იწყება რესურსების მობილიზაცია. რესურსების მოწოდებას მოახდენს, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორი, რომელიც პრემიერის თქმით, უკვე გამოხატავს მზაობას განათლების რეფორმის განხორციელებისთვის.

„უკვე გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა, ბევრი მათგანი ესწრება დღევანდელ შეხვედრას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, განათლების რეფორმა განხორციელდება ხუთი მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.
„ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის ლიდერები სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე - არჩევნების მეორე ტურის ახალი სტრატეგია

„ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის ლიდერები სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ბანერებზე - არჩევნების მეორე ტურის ახალი სტრატეგია

ლევან კობერიძე: დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეები მეორე ტურშ პრინციპულ არჩევანს გააკეთებენ

ლევან კობერიძე: დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეები მეორე ტურშ პრინციპულ არჩევანს გააკეთებენ

თემურ გვალია: КГБ-ს პრაპორშჩიკო - ჯერ ფეხბურთელებს დაემუქრე! ახლა ქართულ თეატრს!

თემურ გვალია: КГБ-ს პრაპორშჩიკო - ჯერ ფეხბურთელებს დაემუქრე! ახლა ქართულ თეატრს!

"იყო შეტყობინება, „სანამ სარალიძე თავისი შვილივით არ აიჩეხება, მანამდე არ დაგვანებებს თავსო“

"იყო შეტყობინება, „სანამ სარალიძე თავისი შვილივით არ აიჩეხება, მანამდე არ დაგვანებებს თავსო“

"ხალხს გააბრაზებენ და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს მობილიზებას გაუკეთებენ" - ელისაშვილი არჩევნების თარიღზე

"ხალხს გააბრაზებენ და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს მობილიზებას გაუკეთებენ" - ელისაშვილი არჩევნების თარიღზე

ნაციონალური მოძრაობის პროკურატურამ ერთ ღამეში დაგვათმობინა აქციების 80% და 2 000-ზე მეტი თანამშრომელი  უმუშევრად დატოვა

ნაციონალური მოძრაობის პროკურატურამ ერთ ღამეში დაგვათმობინა აქციების 80% და 2 000-ზე მეტი თანამშრომელი უმუშევრად დატოვა

აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით თბილისის მერია უზრუნველყოფს

აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით თბილისის მერია უზრუნველყოფს

ჯაბა ხუბუა: ეს დოკუმენტი ცხადყოფს, რომ სააკაშვილი შვილის სწავლის ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯავდა

ჯაბა ხუბუა: ეს დოკუმენტი ცხადყოფს, რომ სააკაშვილი შვილის სწავლის ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯავდა


სარეკლამო ბანერი
1000 X 80