მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
მთავარი

მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
for.ge

2018-09-14 14:51:05

თბილისის მერის დავალებით, ინფრასტრუქტურის განვითარების  საქალაქო სამსახურმა მუხიანი 2-ის დასახლებაში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნულ დასახლებაში ორი დღის წინ იმყოფებოდა და  ინფრასტრუქტურული პრობლემების გაცნობის შემდეგ, მოსახლეობას მათ მოგვარებას დაჰპირდა. 

კახა კალაძის განცხადებით, კომპლექსური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუხიანის დასახლებაში ნოემბრის ბოლოს დასრულდება.  

„მუხიანის აგარაკებზე მცხოვრებ მოქალაქეებს სერიოზული პრობლემა აწუხებთ. დაახლოებით, 7000-მდე ოჯახია, სადაც წყალარინების ქსელი არ არსებობს. ასევე, პრობლემურია 24-საათიან რეჟიმში წყლის მიწოდების საკითხი. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ კომუნიკაცია გვქონდა, რომ დაიწყება სამუშაოები და ნოემბრის ბოლოსთვის ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. არ არსებობდა გარე განათების ბოძები და ამ მიმართულებით, სამუშაოების შესრულება „თბილსერვისმა“ უკვე დაიწყო. დღეს კონკრეტულად, წყალარინების ქსელის მოწყობა დავიწყეთ, რომელიც მომავალ წელს დასრულდება. სამუშაოების ბოლო ეტაპი კი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება, რადგან ცუდ ამინდში აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, დასახლებაში ცენტრალური კოლექტორის მშენებლობის შემდეგ, ვარდისუბნისა და საზანოს ქუჩებზე წყალარინების ქსელი მოეწყობა. მუხიანი 2-ის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.

ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 903 172 ლარი დაიხარჯება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ განახორციელებს.  

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან ჯოხაძე იმყოფებოდნენ. 

 

 

 
პრემიერი ნიუ იორკში ქართველ სტუდენტებს განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე ესაუბრა

პრემიერი ნიუ იორკში ქართველ სტუდენტებს განათლების სისტემის რეფორმის ხედვაზე ესაუბრა

კანაფის კულტივაციაზე მთავრობის ინიციატივას ფორსირებას არ გავუკეთებთ, ეს ჩვენი ხელწერა არ არის

კანაფის კულტივაციაზე მთავრობის ინიციატივას ფორსირებას არ გავუკეთებთ, ეს ჩვენი ხელწერა არ არის

როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური ძალა გაყალბებას იყენებს მექანიზმად, ეს შეუმჩნეველი არ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მიერ

როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური ძალა გაყალბებას იყენებს მექანიზმად, ეს შეუმჩნეველი არ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მიერ

ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში

ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ში იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში

აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფლი ვაჭრობის რეჟიმი ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფლი ვაჭრობის რეჟიმი ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა

აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა

წინ რთული გზაა, ეს არის უწყვეტი ისტორია, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ, ვიქნები ამ გზის და თქვენი ერთგული ბოლომდე

წინ რთული გზაა, ეს არის უწყვეტი ისტორია, რომლის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ, ვიქნები ამ გზის და თქვენი ერთგული ბოლომდე

"თუ გახდა, მე ვეცდები, დავტოვო და არ ვიცხოვრო საქართველოში" - მეუფე ანტონი სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე

"თუ გახდა, მე ვეცდები, დავტოვო და არ ვიცხოვრო საქართველოში" - მეუფე ანტონი სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე


სარეკლამო ბანერი
1000 X 80