ანრი ოხანაშვილი - ატოცში მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე
მთავარი

for.ge

2018-11-09 17:07:39

ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ წინასაარჩევნო კამპანია ძალიან ბინძური ფორმატით წარიმართა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ატოცში მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე.

„სალომე ზურაბიშვილის, როგორც ქალის მიმართ, განხორციელდა არა ერთი შეურაცხმყოფელი განცხადება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება. რაც ატოცში მოხდა, იყო ძალიან ცუდი ფაქტი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, თუ რა ხალხია ამ მოძრაობაში და რა ხერხებით ცდილობენ ისინი ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედებების განხორციელებას. მეც ვუერთდები სოფო კილაძის მიმართვას, რომ ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ამას უნდა მოყვეს მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გუშინ ატოცში ყოფნისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"იმედი მაქვს, რომ ბავშვებს გადავარჩენთ" - გახარიას პირველი კომენტარი ხობში სახლის აფეთქებაზე

"წარმოუდგენელი “იჟოგაა” ქოცების “პიარი”, ვინც ამას ახერხებთ, ყველა ბედუკაძეები ხართ"

“თქვენი სახე აჩვენა გურგენიძის მიკროსაფინანსომ, ნაცებო, რომელმაც უარი თქვა ვალების ჩამოწერაზე“

"თქვენ და თქვენი ოჯახები, ბოროტი გულებით, ებარებოდეთ გრიგოლ ვაშაძეს" – ქარსელაძე

"ეს კაცი ნამდვილი ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან" - სააკაშვილი ივანიშვილზე

"ხომ გახსოვთ, ჯოხთაბერიძეს როგორ მოვატანინე ფული? ისე მოვატანინებ 2 კვირაში ივანიშვილსაც!"

"ებრაელი აფერისტი" - სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა

"ხომ არიან ახლა ესენი ხალხის მტრები და მავნებლები?" – მანჯავიძე არასამთავრობოებზე

სარეკლამო ბანერი
1000 X 80