დედაქალაქის მასშტაბით, დაავადებული ფიჭვების საკითხს უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან
მთავარი

დედაქალაქის მასშტაბით, დაავადებული ფიჭვების საკითხს უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან

დედაქალაქის მასშტაბით, დაავადებული ფიჭვების საკითხს უცხოელი ექსპერტები შეისწავლიან
for.ge

2018-11-09 17:44:35

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინიციატივით, დედაქალაქს უცხოელი ექპერტები ეწვივნენ, რომლებიც დაავადებული ფიჭვების საკითხს შეისწავლიან. მათი ვიზიტის  მთავარი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენაა.

უცხოელ ექსპერტებს დღეს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი შეხვდა  და მათთან ერთად, რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდა. 

ესპანელმა ბიოლოგმა, მარია ხოსე ბრიონგოსმა და ქართველმა ექპერტებმა დაავადებული მცენარეები ადგილზე შეისწავლეს. სპეციალისტებმა ასევე, აიღეს ნიმუშები, რომლებსაც ლაბორატორიული კვლევა ესპანეთში და ევროკავშირში აკრედიტებულ სხვა ლაბორატორიებში ჩაუტარდება.

თბილისის შემოგარენში და საქართველოს რეგიონებში ფიჭვების ინტენსიური ხმობა დაახლოებით, 20 წლის წინ, 1997-1998 წლებიდან დაიწყო. დედაქალაქის მერია აღნიშნულ პრობლემას სისტემატურად ებრძვის და დაავადებული ხე-მცენარეების წამლობას, ასევე, ხმელი და ზეხმელი მერქნიანი მცენარეების სანიტარულ ჭრას ახორციელებს. 

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისის ტერიტორიაზე არსებული ხეების სანიტარული ჭრა ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო, რის შედეგადაც, ჯამში, 20 000 ძირი ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრება. მას შემდეგ, რაც სანიტარული ჭრები დასრულდება, 2019 წლიდან, აღნიშნული ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება დაიწყება. 
"იმედი მაქვს, რომ ბავშვებს გადავარჩენთ" - გახარიას პირველი კომენტარი ხობში სახლის აფეთქებაზე

"იმედი მაქვს, რომ ბავშვებს გადავარჩენთ" - გახარიას პირველი კომენტარი ხობში სახლის აფეთქებაზე

"წარმოუდგენელი “იჟოგაა” ქოცების “პიარი”, ვინც ამას ახერხებთ, ყველა ბედუკაძეები ხართ"

"წარმოუდგენელი “იჟოგაა” ქოცების “პიარი”, ვინც ამას ახერხებთ, ყველა ბედუკაძეები ხართ"

“თქვენი სახე აჩვენა გურგენიძის მიკროსაფინანსომ, ნაცებო, რომელმაც უარი თქვა ვალების ჩამოწერაზე“

“თქვენი სახე აჩვენა გურგენიძის მიკროსაფინანსომ, ნაცებო, რომელმაც უარი თქვა ვალების ჩამოწერაზე“

"თქვენ და თქვენი ოჯახები, ბოროტი გულებით, ებარებოდეთ გრიგოლ ვაშაძეს" – ქარსელაძე

"თქვენ და თქვენი ოჯახები, ბოროტი გულებით, ებარებოდეთ გრიგოლ ვაშაძეს" – ქარსელაძე

"ეს კაცი ნამდვილი ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან" - სააკაშვილი ივანიშვილზე

"ეს კაცი ნამდვილი ფოკუსნიკია, მორიგი მტრედი გააძრო სახელოდან" - სააკაშვილი ივანიშვილზე

"ხომ გახსოვთ, ჯოხთაბერიძეს როგორ მოვატანინე ფული? ისე მოვატანინებ 2 კვირაში ივანიშვილსაც!"

"ხომ გახსოვთ, ჯოხთაბერიძეს როგორ მოვატანინე ფული? ისე მოვატანინებ 2 კვირაში ივანიშვილსაც!"

"ებრაელი აფერისტი" - სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა

"ებრაელი აფერისტი" - სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა

"ხომ არიან ახლა ესენი ხალხის მტრები და მავნებლები?" – მანჯავიძე არასამთავრობოებზე

"ხომ არიან ახლა ესენი ხალხის მტრები და მავნებლები?" – მანჯავიძე არასამთავრობოებზე


სარეკლამო ბანერი
1000 X 80