თინა ხიდაშელი პაატა ბურჭულაძის პუტინის მიმართ “რევერანსზე” ამახვილებს ყურადღებას (ვიდეო) 

თინა ხიდაშელი პაატა ბურჭულაძის პუტინის მიმართ “რევერანსზე” ამახვილებს ყურადღებას (ვიდეო) 

სანკტ-პეტერბურგში პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით გამართულ გალა-კონცერტს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება.

ხიდაშელი ვიდეოს აზიარებს და იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც პაატა ბურჭულაძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს თავის დაკვრით ესალმება.

“ეს თავის დაკვრა კლავს. 0:46”, – წერს ხიდაშელი.

ცნობისათვის, რუსეთში დირიჟორ, იური ტემირკანოვის იუბილის აღსანიშნავად, სანკტ-პეტერბურგში გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.

გალა-კონცერტზე, ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძეც წარსდგა, რომელმაც “დაისი” და ღვინოვ კახურო” შეასრულა.

დირიჟორს 10 დეკემბერს 80 წელი შეუსრულდა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 14 აპრილს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, “ერისიონმა” რუსეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე მიმდინარეობდა. მაშინ, აღნიშნული კონცერტის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანსამბლ „ერისიონის“ გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს.