„საქართველოს რკინიგზის“ განცხადება

 „საქართველოს რკინიგზის“ განცხადება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“  7 იანვარს თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა  (N878/877) და   თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებებზე დამატებით რეისებს ნიშნავს.

ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი - თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.

დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877

გასვლა   ჩასვლა   გამოსვლა      ჩამოსვლა

08:50       14:43       17:05       22:45

თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807

გასვლა   ჩასვლა   გამოსვლა      ჩამოსვლა

10:30       15:30       17:10       22:05

 „საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ  შობის დღესასწაულს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!