აჯაფსანდალი აზიურად

აჯაფსანდალი აზიურად

მომზადების დრო: 60 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

ბადრიჯანი - 3 ცალი

ზეითუნის ზეთი - 1/4 ჭიქა

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ქოქოსის ზეთი - 1/4 ჭიქა

დაჭრილი ხახვი - 1 1/2 თავი

წიწაკა ჩილი, დაფქული - 1 ჩ/კ

კარდამონი (ილი) - 1 3/4 ჩ/კ

პაპრიკა, შებოლილი - 1 ჩ/კ

ხმელი ქინძი, დაფქული - 1 ჩ/კ

ზაფრანა - 1 ს/კ

ნიორი - 3 კბილი

ჯანჯაფილი - 1 ჩ/კ (გახეხილი)

მწიფე პომიდორი - 3 ცალი

ქოქოსის რძე - 750 მლ

წყალი - 1/2 ჭიქა

დაჭრილი ოხრახუში

მოხარშული ბრინჯი - გარნირად

მომზადების წესები

დაჭერით ბადრიჯანი კუბიკებად. გაანაწილეთ ღუმელის ფირფიტაზე, მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, აურიეთ იქვე და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.

ქოქოსის ზეთი გაახურეთ ტაფაზე მოხრაკეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ ინგრედიენტებში ჩამოთვლილი ყველა სანელებელი, დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი პომიდორი და თან ურიეთ. დაასხით ქოქოსის რძე, 1/2 ჭიქა წყალი, წამოადუღეთ და ჩაყარეთ შემწვარი ბადრიჯანი, აურიეთ, დააფარეთ თავსახური და თუშეთ დაბალ ცეცხლზე 25 წუთის განმავლობაში.

სუფრასთან მიიტანეთ მოხარშულ ბრინჯთან ერთად. მოაყარეთ ცოტაოდენი დაჭრილი ოხრახუში.