ტომ ჰარდი მესამე შვილის მამა გახდა

ტომ ჰარდი მესამე შვილის მამა გახდა

2019 წლის დადგომა ტომ ჰარდისა და მისი მეუღლისთვის განსაკუთრებულად დაიწყო. 41 წლის ბრიტანელი მსახიობი მესამე შვილის მამა გახდა. ტომ ჰარდის საყვარელი  ფილმის პერსონაჟის საპატივცემულოდ , ახალდაბადებულს ფორესტი დაარქვეს. ამჟამინდელ მეუღლესთან მსახიობს ერთი შვილი ჰყავს, ხოლო წინა მეუღლისგან კიდევ ერთი შვილი - ლუი.

როგორც სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადღესასწაულო დღეებში ტომი და მისი მეუღლე შარლოტა სპეციალურად გაუჩინარდნენ , რათა მაქსიმალურად გაეტარებინათ დრო ახალშობილთან. ისინი ძალიან ბედნიერები არიან 2019 წელს მომხდარი სიახლით. ასევე ამბობენ რომ პატარა ფორესტი ძალიან ჰგავს ტომს.

როგორც ტომი ამბობს, ის ძალიან სერიოზულად ეკიდება თავის როლს მამის ამპლუაში. მისი თქმით ბავშვების შეძენის შემდეგ მანდ ბევრი რამ ისწავლა. ის თვლის რომ სანამ მამა გახდებოდა ბევრად ეგოისტი იყო და თავისი ცხოვრებაც ბევრად უინტერესოდ მიაჩნდა. დღეს კი ის ძალიან ამაყია და ბედნიერია რომ არის მამა.