შსს-ს ოფიციალური განცხადება: აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

შსს-ს ოფიციალური განცხადება: აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

დიდ დიღომში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მან მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურა. აფეთქება მეოთხე სართულზე მოხდა. გარდაცვლილია ორი ქალი და ერთი მამაკაცი.

გარდა ამისამ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

მისი განცხადებით, ყველა მობინადრე ამ დროისთვის ევაკუირებულია.