ჟურნალისტი აფეთქებაზე: „გულაობენ“ ბეჟუაშვილისნაირი მაფიოზები და სისხლით მორწყულ გზაზე ბედნიერები დადიან

ჟურნალისტი აფეთქებაზე: „გულაობენ“ ბეჟუაშვილისნაირი მაფიოზები და სისხლით მორწყულ გზაზე ბედნიერები დადიან"

ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი ავთანდილის ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება:

„ადვოკატები ამბობენ, რომ გაზის სუნი საქალაქო სასამართლომდე მიდიოდა და ყაზტრანსგაზის პრობლემების გამოსწორებისთვის შექმნილმა ჯგუფმა ვერ იგრძნო. რატომ, მიზეზი უცნობია. ასე იცის, როცა ექიმი მეპურეა და პურს კიდევ მეწაღე აცხობს. ასეთ დროს „გულაობენ“ ბეჟუაშვილისნაირი მაფიოზები და ხალხის სისხლით მორწყულ გზაზე ბედნიერები დადიან.

ბეჟუაშვილებისა და მისნაირების დრო როგორ აღარ დამთავრდა ამ სასაკლაოდ ქცეულ ქვეყანაში? მაგათ ყველაფერი როგორ უნდა შერჩეთ, როცა უბრალო ადამიანებს პურის ქურდობასაც კი არ პატიობენ? ამ ხალხმა მოაწყო ჭიათურაში ცოცხალი სასაფლაო. იქ რაც ხდება, ვერ დაიჯერებთ, ეს უნდა ნახოთ! როდემდე? რით ვერ დაგღალათ ამდენმა დუმილმა და პირში წყლის ჩაგუბებამ? რით ვერ აგევსოთ მოთმინების ფიალა, რომ ანახოთ ამ ეშმაკებს ხალხის ძალა?“ - წერს ნელი ვარდიაშვილი.

დღეს თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

trampi ღმერთმა აცხონოს მათი სულები
ბავშვზე პირდაპირ ცეცხლი წამეკიდა
შენ კი ღმერთმა გაგიმარჯოს ქალო.....
მანამ სამართალი ყველასთვის საერთო არ იქნება, მანამდე ასე იქნება.
ისე კი ...... სამართალი სუსტისააო
5 წლის უკან